საწოლში შევწექი და თავი ბალიშზე დავდე. მონატრების საბანი გადავიფარე და ნოსტალგიის სითბო ვიგრძენი. მინდოდა მეყვირა, ან ვინმეზე გავბრაზებულიყავი. არ შემეძლო ლაპარაკი.არც სურვილი გამაჩნდა.არც არავის ეღვიძა რომ კომპანიონობა გაეწია. თითქოს მივეჩვიე, თითქოს აღარ განვიცდი. გულის სიღრმეში მინდა სიტყვები წარმოვთქვა და საშველად მოვუხმო ვინმეს. ახლა აღარც მტკიოდა, აღარც მენატრებოდა, არც გული მიგიზგიზებდა უცოდველი სიყვარულით. ვიწექი საბანში გახვეული, მუხლებზე ხელშემოხვეული და მეგონა შუაგულ ტყეში ნამიან ბალახზე ვიყავი გართხმული. თავზე დამდგომოდა ნორჩი შვლის ნუკრი. ფეხებთან კი ბაჭიების ფუმფულა ბეწვი მედებოდა და ღიტინისმაგვარ შეგრძნებას მგვრიდა. ახლა მონატრებამ გადამღალა კიდეც. დაღლაც დამღლის და ჭრილობას თავიდან გახსნის. ნელა და მტკივნეულად. ყოველ დღე ნოსტალგიის ბურუსში გავეხვევი, ხოლო ღამით
მონატრების მორევში გადავეშვები.
და მე ვიქნები ახალგაზრდა პოეტი უფრთო და კიდევ ერთხელ მოვკვდები ცოცხლად.
💧
💧
💧
💧
💧
💧
💧
💧
💧
YOU ARE READING
untitled
Short Story"ყოველ დღე ნოსტალგიის ბურუსში გავეხვევი, ხოლო ღამით მონატრების მორევში გადავეშვები. და მე ვიქნები ახალგაზრდა პოეტი უფრთო და კიდევ ერთხელ მოვკვდები ცოცხლად." #მელოდრამა #დრამა #წერილები #ჩანახატები