ციფრულ ეკრანებს მიღმა

9 0 0
                                    


ჩვენ ვგრძნობთ.

ბრაზს.

სიცარიელეს.

ცრემლებს, ლოყებს რომ გვინამავს ღამით.

ჩვენ ვგრძნობთ.

აღმაფრენას.

ბედნიერ წუთებს.

იმ ხელებს, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ.

შორიდან.

ახლოდან.

ჩვენ ვგრძნობთ.

სიყვარულს.

ტკივილს.

მონატრებას.

მინდა აქ იყო.

მჭირდები.

არ დამტოვო.

ჩვენ ერთმანეთს ციფრული ეკრანების მიღმა ვუყურებთ.

გვცივა.

გვცხელა.

გაზაფხულმა გაიარა,

ზაფხულმაც,

შემოდგომა აქაა. „ის აქ არის."

ყვითელი ფოთლები" დასევდა".

საით მიდიხარ"?

ჩვენ ვიზრდებით.

თმასაც ვიზრდით და გულიც დიდდება.

უცხოების სიყვარულსაც ვიტევთ.

ჩვენ ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისები ვართ.

ან მეტის. იქნებ სულაც არ ვიცით რამდენის ვართ და რამდენის ვხდებით.

ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს.

შორიდან.

ეკრანებს მიღმა.

მაგრამ ვგრძნობთ სიახლოვეს.

ჩვენ ერთმანეთის ჭრილობა გვტკივა

და

ერთმანეთის გულის ფეთქვა გვახარებს.

და რა იქნებოდა

ჩვენი ცხოვრება

ციფრული ეკრანების

მიღმა?

untitledWhere stories live. Discover now