"Dying is easy, I believe my love and my love relieves me.."
და, ის ისევ სიკვდილზე ფიქრობს...
თავი საწოლის კიდეს მიაყრდნო და იმწამსვე გონებაში ხმა გაიგონა:
- ნეტა მოვკვდე.
არა, არ გინდა ეს. მას სჭირდები, ის გჭირდება..
ხელები თავისით გარბიან სახისკენ. ფრჩხილები მოწითალო კვალს ტოვებენ თეთრ კანზე. ცრემლები ჭრილობას ნამავს და ოდნავ ეწვის.
- ნეტა მოვკვდე.
არა, არა, ეს შენ არ ხარ. აღარ ხარ ეს. არ გინდა ეს.
ჩაისუნთქე.
უკეთ ხარ?
ახლა შეგიძლია ამოისუნთქო.
არა, არა.. ხელები ყელისკენ გარბიან და გარშემო ეხვევიან. სუნთქვა უჭირს, სახეზე სიმხურვალეს გრძნობს.
არა, არ ქნა. ხელები დუნდება და თმებს ებღაუჭება.
გრძნობს , როგორ ჩამოსდის ცრემლები და ყელთან ერთდება.
ჩუმად, ჩუმად იტირე. ხმა არ ამოიღო.
შინაგანად კივის. პირს აღებს და უხმო კივილი აღმოხდება.
- მიყვარხარ..
ამოსდის პირიდან ეს სიტყვები და მის გონებაში ერთადერთი პიროვნების სახე ჩნდება. ის ყოველთვის იქაა. იქ ცხოვრობს და როცა ფრთამოტეხილი ანგელოზი სიკვდილს ნატრობს მისი გახსენება ერთადერთი რამაა, რაც მას აქ აკავებს.
ცრემლებს უფრთხილდება, მხოლოდ მისი მონატრება თუ აატირებს ღამის სიმარტოვეში.
- ირონიულია არა?
რა არის ირონიული? - ჩურჩულებს ხმა.
- დღეს ვფიქრობდი რომ ყველაფერი რიგზე იყო, სიმშვიდის პიკი იყო და შტორმიც დაიწყო.
- დღეს ლამაზად გამოიყურებოდი, ოქროსფერი გიხდება.
- ასე ფიქრობ? იცი, ჩემი აზრით რა მიხდება?
- არა, შენს გონებაში ვერ ვაღწევ.
- სიყვარული.
- სიყვარული გიხდება? ამგვარი რამ არც კი გამიგონია.- ისევ ჩურჩულებს ხმა.
როგორი ჩუმი ხმაა, ყურებში უცნაური შეგრძნება მაქვს. მინდა მომშორდეს. მაგრამ ცოტახნით ჩემთან იქნება ვიცი. ასე ადვილად არ მტოვებს.
- კი მიხდება, მალამაზებს. ჩემი თვალები ასე ნათელი არასდროს ყოფილა. არც ჩემი ტუჩები ყოფილა ასე ლამაზი ღიმილის დროს. არც ჩემი ხელები ყოფილა ასე ნაზი და მზრუნველი.
- ეს არასდროს მიგრძვნია. - ამბობს ხმა და ის იმაზე მეტად სევდიანია ვიდრე ოდესმე ყოფილა.
- ხომ არ წამართმევ მის თავს?
- მე სიკვდილი არ ვარ.
- მაშინ რა გქვია? სახელი გაქვს? - ეკითხება და სვიტერის სახელოთი იმშრალებს თვალებს. უაზროდ გაუშტერდა თვალები.
- არ ვიცი რა მქვია, მეტსახელები მაქვს. ზოგი ქვეცნობიერს მიძახის, ზოგი მარტოობის ხმას.
- მასაც სტუმრობ ხოლმე? თუ ბევრი ხართ?
- არ მახსოვს, იქნებ ვესტუმრე კიდეც. თუმცა ყველა არ მელაპარაკება. - პასუხობს სევდიანი ხმა.
- ხომ არ წამართმევ მის თავს? - ეკითხება კიდევ და თვალებს ხუჭავს, ყველაფერი ბუნდოვანია.
- ძლიერ შეყვარებული ხარ პატარა გოგოვ, ძლიერ.. - ხმას ფერი ეკარგება და შიშინებს.- არ დათმო ეს. მპირდები?
- გპირდები. - ეუბნება ის და ხელებს თვალებზე იფარებს და ოდნევ აწვება. ასე შვრებოდა პატარაობისას, ახარებდა უცნაური ფერების დანახვა, რომლებიც იმ დროს ჩნდებოდნენ.-
კიდევ მოხვალ? - ცოტახნის მერე ეკითხება ხმას.
ის პასუხს არ უბრუნებს.
ხმა მთლიანად გაუფერულებულიყო
YOU ARE READING
untitled
Kısa Hikaye"ყოველ დღე ნოსტალგიის ბურუსში გავეხვევი, ხოლო ღამით მონატრების მორევში გადავეშვები. და მე ვიქნები ახალგაზრდა პოეტი უფრთო და კიდევ ერთხელ მოვკვდები ცოცხლად." #მელოდრამა #დრამა #წერილები #ჩანახატები