8

8 0 0
                                    

უხმო ამოძახილი.
ცრემლებით თვალზე,
წყვდიადით - სულში.
ის სინათლის წყაროს ხედავს.
ამოძახილი იქნება უხმო და თანაც ხმიანი.
შენ იცი, რომ სიჩუმე კივილად გარდაიქმნება.
ის კივის. კივის.
იქამდე, სანამ ყელში სურო არ გაეხლართება
და უღონო ბგერები არ შთაინთქმება.
ფაიფურისებრ ტანზე ჭიანჭველები დარბიან, დარბიან და ვერ ისვენებენ, არც ასვენებენ.
ხელი კედელს მიადო. ხის იყო.
მისგან წამოსული სიგრილე თითებს მოედო.
თითქოს  მისი გულის კედელი იყო. თვალები დაჭუჭა. იგრძნო მისი გულისცემა.
ცრემლები ისევ.
კიდევ ცრემლები.
იქნებ დაიხრჩო და სიმშვიდე ჰპოვო.
იქნებ
არ
ხარ
სიმშვიდისთვის
მოვლენილი,
ანგელოზისებრო არსებავ?!
ქაოსში დაიბადე
ქაოსივე მოგკლავს.
შენი ანგელოზი მიწაში ლპება.
შენ რაღა სიმშვიდე, რაღა ბედნიერება უნდა იპოვო?!
არა'ამქვეყნიურად ფერმკრთალი გახდი. გამჭირვალე ხარ , როგორც პეპლის ფრთა.
უსულდგმულო ხარ, როგორც ჩონჩხი.
რა დაგრჩენია შენთვის ერთ დროს მიმზდიველ არემარეში?
ხელი უნებლიედ მუცელთან მიიდო.
გულისცემა.
არც მისი.
არც მისი ანგელოზის.
მათი ფერიის გული ცემდა
და
იბრძოდა .
იბრძოდა მომაკვდავი დედის წიაღში, რათა ეცოცხლა
და
გაეგონა,
"მამაშენს როგორ ჰგავხარ."
"ის შესანიშნავი კაცი იყო."
პატარა ფერიას თვალები აემღვრევა.
დედის კალთას შეეფარება და აკანკალებულ ნიკაპს დამალავს.
ქალს ყელში ბურთი ებჯინება, პატარა მუცელზე ხელებს იწყობს და თვალებს ახელს:
"შენ ჩემსავით ობოლი არ იქნები, რამეთუ ის მუდამ ჩემი ნაწილი იყო და არის. "
იწვა
და
გრძნობდა
ერთ სხეულში
სამ არსებას -
საკუთარ თავს,
ანგელოზსა
და თეთრი ფერიას.

untitledWhere stories live. Discover now