1

585 69 32
                                    

- ჯიმინი სად არის? - ოდნავ გაღიზიანებულად ამბობს მმართველი. 

- იმპერატორო, ის ისევ ბურჯზეა. უყურებს გემებს. 

- აუტანელი ბიჭი, სასახლეში მოიყვანეთ. 

ნამჯუნმა სევდიანად ამოისუნთქა, როცა ოკეანეს გაჰყურებდა. მას ესმის შვილის სურვილი შეისწავლოს ოკეანე, თვითონაც ასეთი იყო. იმ წყნარ დროს იმპერატორი ნებას მისცემდა შვილს, მაგრამ როცა ზღვაში მეკობრეების გემები დაცურავენ, არა. საწყენია, რომ ჯიმინს ეს არ ესმის და მამას უბრაზდება, რომ უფლებას არ აძლევს.

- ძალიან ნუ გაბრაზდები, ის ჯერ კიდევ ბავშვია, - უკან უდგება მამაკაცი, რომელიც იმპერატორის დაძაბულ მხრებს ეფერება.

- ჯინ, მეშინია მის გამო. რომ ერთ ღამეს გაგვეპარება და აღარ დაბრუნდება.

-ძვირფასო, ოდესმე მოგვიწევს მისი გაშვება.ბავშვები იზრდებიან და მიდიან მშობლების სახლიდან, ყოველთვის ასე იყო, - ამბობს ჯინი თბილად და სიყვარულით უყურებს ქმარს.

- მაგრამ არა მეკობრეების ბუნაგში! ჯიმინი, ჩემი ყველაფერია, ის ჩემი შვილი და ტახტის მემკვიდრეა. მე არ ვაპირებ მის საფრთხეში ჩაგდებას, ზღვაში გაშვებით.

მმართველი გაღიზიანებულად ამბობს, მასიური კარები იღება და მყიფე ფიგურას ოთახში შესვლის საშუალებას აძლევს:

- მამა, მე არაფერი გამიკეთებია! რატომ ისევ ამიკრძალავ ბურჯზე ყოფნას?!

- პატარავ, ეს საშიშია, გაიგე, - ამბობს ჯინი მშვიდად და კვლავ ეხვევა ქმარს მხრებზე.

- თქვენ ხედავთ საშიშროებას იქ, სადაც ის არ არის. მე მხოლოდ ვიჯექი, მეტი არაფერი. საკმარისია ჩემი დაცვა, ვაზა არ ვარ, არ გავტყდები.

ამ სიტყვებით, ახალგაზრდა მემკვიდრე ტოვებს ოთახს. ის განაწყენებულია, რომ მისი მშობლები კვლავ ასე ზრუნავენ მასზე. ჯიმინი ხვდება, რომ თექვსმეტი წლის ასაკში ის მაინც ითვლება პატარა ბავშვად და ამის შეცვლა, შეუძლებელია.

The treasure of the pirate☑Where stories live. Discover now