ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ქეითმა გადაწყვიტა ჯორჯისთვის დაერეკა და დახმარება მისთვის ეთხოვა. ეს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდა, რადგან თუ ჯორჯი მის მშობლებს ეტყოდა, რომ ქეითი მასთან ერთად მიდიოდა ისინი არც კითხვებს დასვამდნენ და ზედმეტი სიტყვის გარეშე დათანხმდებოდნენ.- ჯორჯ.
- გისმენ პატარავ_ ტელეფონიდან ბიჭის ბოხი ხმა ხმა მოისმა.
- ამ რაღაცის სათქმელად დაგირეკე. ამმ....ქეითი დაიბნა, არ იცოდა როგორ ეთქვა ეს მისთვის.
_ კარგი მოდი ასე მოვიქცეთ. რამდენი გაკვეთილი დაგრჩა?
_ უკვე დავამთავრე.
_ კარგი გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ.
_ მე და ქრისტინს საყიდლებზე გბინოდა წასვლა, ხომ არ წამოხვიდოდი?
_ რატომაც არა. კარგი უკვე გამოვდივარ, 10 წუთში მანდ ვარ.
_ კარგი.ქეითმა ტელეფონი გათიშა და ქრისტინის მოუთმენლობით აღსავსე სახეს შეხედა.
_ აბა?
_ 10 წუთში მოვა და საყიდლებზე წავალთ. იქ დაველაპარაკები.
_ კარგი.გოგოებმა თავისი ნივთები აიღედ და კლასი დატოვეს.
როდესაც სკოლის შენობის ზღურბლს გადააბიჯეს და სკოლის ტერიტორია დატოვეს მათ წინ უეცრად გამოჩენილი ლურჯი პორშე გაჩერდა. მანქანიდან საკმაოდ მოხდენილი, მიმზიდველი ბიჭი გადმოვიდა. გრძელი მუქი ფერის თმები და მწვანე თვალები მეტ მომხიბვლელობას სძენდა.
იმის მიუხედავად რომ ბიჭი მხოლოდ 21 წლის იყო, მისი შეხედულებით მინიმუმ 25-ის გეგონებოდათ. ჯორჯი გოგოებისკენ დაიძრა თვალწარმტაცი ღიმილით. ქრისტინს მიესალმა, ხოლო ქეითს ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.
YOU ARE READING
IMMACULATE | Z.M + Larry | (Completed)
Fanfictionშენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერადე... ჩემი პატარა ანგელოზი ხარ. _________________ //ფიკში იქნება// ~ ლარი მომენტები ~ +18