32

360 19 2
                                    

მოკლედ წინა თავს რაღაც ნაწილი მივამატე ბოლოს იმის გამო, რომ ძალიან პატარა იყო.  (იმედია არ აირიეთ🌟❤️)
_________________________________



დღეს ქეითი და ქრისტინი კაბის ასარჩევად წავიდნენ. ხელის მოწერის ცერემონია ორ დღეშია. ორ დღეში... სულ რაღაც ორ დღეში ქეითის ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

გოგონები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდნენ. ქეითმა უამრავი კაბა მოიზომა და არჩევანს ვერ აკეთებდა. ზეინმა და ბიჭებმა უამრავჯერ დარეკეს წუწუნით, რომ ყველას უკვე აერჩიათ სმოკინგები, ქეითი კი ისეც კაბის გარეშე იყო. ბოლოს ძალიან დაიღალნენ და საბოლოოდ ქეითმა წელში გამოყვანილი, ქვევით ფაშფაშა, ღრმა დეკოლტიანი კაბა შეარჩია, რომელიც ნამდვილდ ძალიან უხდებოდა მის სხეულს. ალბათ ზეინი გაგიჟდებოდა როცა მას ამ კაბაში დაინახავდა...

ქეითი და ქრისტინი კაბის შერჩევის შემდეგ ბიჭებს უნდა შეხვედროდენ კაფეში, მაგრამ ისეთი დაღლილები იყვნენ რომ ესეც კი ეზარებოდათ და პირდაპირ სახლში წავიდნენ. ბიჭებმა რა თქმა უნდა წუწუნი დაიწყეს, მაგრამ რაღას იზავდნენ.

სახლსი მისვლისას ორივენი იმდენად ბედნიერები ჩანდნენ, რომ ამან ვანესას დაეჭვება გამოიწვია და მოჭუტული თვალებით გახედა მათ.

- რა ხდება?
- სად იყავით? ძალიან ბედნიერები ჩანხართ.
- ვსეირნობდით და შემდეგ ვჭამეთ კიდეც. - მოკლედ უპასუხა ქეითმა, რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი ხმით.
- კარგია, მიხარია ასეთებს რომ გხედავთ.

გოგოები ოთახში იყვენ და ლაპარაკობდნენ, მაგრამ მალევე ქრისტინს დედამ დაურეკა და სახლში წასვლა მოუწია. ქეითი მარტო იჯდა ოთახში და მეცადინეობდა როცა კარი დედამისმა შემოაღო.

- უნდა ვილაპრაკოთ.
- რასთან დაკავშირებით?
- შეყვარებული გყავს?
- რა?- ქეითი ნამდვილად არ ელოდა ახე უეცრად ამ კითხვას. უკვე მეორედ.
- დედა მე...
- ვინ არის? ვიცნობ?
- კი...
- ჰარის ერთ-ერთი მეგობარია?
- კი... ზეინი- ჩუმად წარმოთქვა და თავიჩაღუნა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now