14

422 20 14
                                    


- ზეინ! რა არის მიზეზი? ასე რატომ იქცევი? ისევ ნარკოტიკები? სერიოზულად??!
- შემეშვით, ლიამ. - ზეინი მონეზრებული ხმით ამბობს და თვალებს ატრიალებს.
- ესე იგი შეგეშვათ არა? იმაზე რას იტყვი შენს მშობლებს რომ გავაგებინოთ? დედაშენი ისედაც ნერვიულობს შენზე, იმის გამო რომ ლექციებს აცდენ, ახლა ესეც?
- ჰარი, უბრალოდ რატომ არ მიხედავ შენს საქმეს?
- მე რომ გასაჭირში დაგენახე, გვერდს ამივლიდი და წახვიდოდი? ნწ, არა. არ წახვიდოდი.

ზეინმა იცოდა, რომ ბიჭები მართლები იყვნენ, მაგრამ არ უნდოდა აღიარება. მარტო ყოფნაც არ უნდდოდა, მაგრამ არ აღიარებდა.

***

დღეს ქეითი სკოლაში არ წასულა. თავს ცუდად გრძნობდა, დაბალი სიცხე ჰქონდა და გულის რევის შეგრძნება. დედამისმა უამრავი წამალი დაალევინა. მთელი დღე ოთახში იყო, საწოლში იწვა და კითხულობდა. აზრები სულ არეული ჰქონდა. ფიქრისგან უკვე თავი სტკიოდა.

- თავს როგორ გრძნობ? - ოთახში ვანესა შემოვიდა.
- ისევ ისე.

შუბლზე ხელი მიადო. ქეითი ისევ ცხელი იყო.

- ჯორჯმა დარეკა. მოგიკითხა, შენთან ერთად უნდოდა პარკში წასვლა. ვუთხარი, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდი, ამიტომ შენს სანახავად აპირებს მოსვლას.
- დედა, ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. უთხარი არ მოვიდეს.
- შენზე ნერვიულობს, შენი ნახვა უნდა და გინდა უარი უთხრა?
- კი, დედა. ახლა ამის ხასიათზე არ ვარ.
- და ის რას იფიქრებს? ასე უბრალოდ ვერ ვეტყვი, ჩემს ქალიშვილს შენი ნახვა არ უნდათქო. ან ჩემზე არ ფიქრობ? ამას ასე მარტივად ვერ ვეტყვი.
- ღვთის გულისთვის დედა! და ჩემზე არ ფიქრობ? საერთოდ ვინმე ფიქრობს ჩემზე?! გითხარი, რომ არ მინდა მისი ნახვა. ცუდად ვარ, მარტო ყოფნა მინდა!

ვანესას აღარაფერი უთქვამს, ოთახი ჩუმად დატოვა. რამდენადაც არ უნდა სდომებოდა მისი ქალიშვილის და ჯორჯის იდეალური ურთიერთობა იცოდა, რომ მაინც იქნებოდა მათ შორის პატარა უთქნხმოებები. იფიქრა ახლა სწორედ ასეთი მომენტიაო.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now