18

405 22 10
                                    


გაოფლილი, გონებადაბინდული ზეინი მოძრაობას მეტად აჩქარებდა. ზეწარს ეჭიდებოდა და თვალები ეჭიმებოდა.

- ც-ცოტა ფრთხილად- ტკივილნარები ხმით წარმოთქვამს ზეინის ქვეშ მყოფი გოგო, რომელიც ზეინის დაუნდობელ ბიძგებს ვეღარ იტანს.

მაგრამ ზეინი არ უსმენს. არაფერი ესმის. გონებაში ქეითის სიტყვები უტრიალებს.

"ყველაფერი დასრულდა... ყველაფერი დასრულდა... დასრულდა"

გოგოსგან სიამოვნების მომიღების შემდეგ, წყალს ივლებს და სასტუმროს ტოვებს. ახლა ენერგიის ბოლომდე დაცლა სჭირდება, სიბრაზის რამეზე გადმომთხევა.

სახლში მიდის და სავარჯიშო დარბაზში ჩადის. მაისურს იხდის, ბოქსის ხელთათმანებს იცვამს და ჭერზე ჩამოკიდებულ ბოქსს მთელი ძალით ურტყამს.

თითოეულ დარტყმაზე გრძნობს მოზღვავებულ ენერგიას. თითქოს ელექტროენერგია მოძრაობს მასში. სიბრაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს ბოქსზე გადააქვს, რომელიც სადააცაა ვეღარ გაუძლებს დარტყმებს და გაიხევა.

ზეინს სხეული უოფლიანდება. შუბლზე თმა ეკრობა, დარტყმებს განაგრძობს, არ ჩერდება. ღრმად სუნთქავს, სტკივა. რაღაც სტკივა, შიგნით. მაგრამ მიჩვეულია. ბავშვიბიდან მიჩვეულია ტკივილის გულში ღრმად ჩამარხვას. არასდროს აქცევდნენ ყურადღებას. ყველას ჰქონია, რომ მდიდრების ცხოვრება მარტივია, რადგან ფული აქვთ. ყველაფერი აქვთ რაც სურთ, მაგრამ ასე არ არის. ადამიანი სიყვარულს და მზრუნველობას ფულით ვერ ყიდულობს. ამბობენ, რომ ამას დამსახურება უნდა, მაგრამ რით ვერ დაიმსახურა ზეინმა მშობლების ყურადღება? ყველაფერს აკეთებდა, რათა მათთვის იმედები არ გაეცრუებინა. არ ნებდებოდა, შეუპოვარი იყო, მაგარმ წლები გადიოდა, ზეინი იზრდებოდა და ხვდებოდა, რომ ცხოვრება დაუნდობელია. ხვდებოდა რომ
არანაირი სიყვარული არ არსებობს. არ სჯეროდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now