5

480 23 7
                                    


ქეითი ავტობუსიდან ჩამოდის და ფეხით მიემართება სკოლისკენ. დღეს შედარებით გვიან გაიღვიძა, ამიტომ სკოლაშიც 10 წუთით გვიან მოვიდა ვიდრე ჩვეულებრივ მიდიოდა ხოლმე. უკვე სკოლის ჭიშკარში შესვლას აპირებდა, როცა ქრისტინის ხმა გაიგო.

- ქეით, ქეითთ.

უკან მიიხედა და ამას ნამდვილად არ ელოდა. სკოლის წინ BMW-ს სპორტული მანქანა იდგა, რომელსაც ჰარი ეყრდნობოდა. მის გვერდით კი ლუი იდგა. ქეითი მათკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.

- გამარჯობა პატარავ- ჩაეხუტა მას ჰარი.
- გამარჯობა.
- როგორ ხარ?
- ჰარი გეყოს, მეტ უხერხულობას ქმნი.
- კარგი ხო. აქ იმისთვის მივედი რომ...
- თუ იმისთვის მოხვედი რაც გუშინ მოხდა, არაფერია უკვე დავივიწყე.
- მართლა?
- ხო.

სინამდვილეში კი ასე არ იყო. ქეითი ჯერ კიდევ ფიქრობდა ზეინზე და მის კოცნაზე. არა ცდილობდა თავიდან ამოეგდო, მაგრამ არ გამოსდიოდა. ნამდვილად არა. სკოლაში შესვლისას კი ქრისტინისთვის ყველაფერი უნდა მოეყოლა.

- ზეინ! აქ მოდი.

როგორც კი ეს სახელი გაიგო თვალები გაუფრთოვდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ახლაღა შენიშნა ჰარის მანქანათან მოშორებით მდგარი შავი, სპორტული მოტოციკლეტი, რომელზეც ნაცნობი სილუეტი იჯდა. ზეინმა ჩაფხუტი მოიხსნა და ალმაცერად გახედა ქეითს, შემდეგ კი ჩაიცინა და მოტოციკლეტიდან გადმოვიდა. ისე ეს დამცინავი მაგრამ მინზიდველი მზერა...

მათთან მოვიდა და ჰარის გახედა.

- რა ხდება?
- მგონი კარგი იქნება თუ გუშინდელისთის ბოდიშს მოიხდი.
- შემახსენე რისთვის?
- სირი ხარ, მალიკ!

- ქეით, შეიძლება დღეს გაკვეთილებს არ დაესწრო?
- რა? რატომ?
- უბრალოდ უნივერსიტეტში წასვლას არ ვაპირებ და ბიჭები სადმე წავალთ, მინდა შენც წამოხვიდე.
- ამ არ ვიცი, ჩემი მშობლები თუ გაიგებენ...
- ისინი ვერაფერს გაიგებენ, ამას მე მოვაგვარებ. ქრისტინ შენც წამოდი.
- კარგი მაშინ მე მოვდივარ.
- კარგი წამოვალ- თქვა ქეითმა, რა დროსაც ჰარის ყურებამდე გაეღიმა.
- ზეინ ბიჭებს დაურეკე, მიხვდებიან სადაც უნდა მოვიდნენ.


IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now