30

387 22 4
                                    



- ქვევით ჩასვლას არ აპირებ? - ეკითხება ზეინი სხეულზე მიკრულ გოგონას.
- არ მინდა ადგომა.
- მაგრამ ყველა შენ გელოდება.
- მართალი ხარ...

ზეინი საწოლიდან ადგა და ჩაცმა დაიწყო. გოგონა ჩუმად აკვირდებოდა მის ნავარჯიშებ სხეულს.

- მომწონს როცა მაშტერდები.
- თავში არ აგივარდეს.
- უკვე ამივარდა.

ოთახიდან ჯერ ზეინი გავიდა, ქეითს კი ეზარებოდა ადგომა. საბანშომეხვეული იწვა საწოლში და უაზროდ იღიმებოდა.

ყველანაირი დაკაკუნების და გაფრთხილებია გარეშე კარი გაიღო და ოთახში ქრისტინი შევარდა. ჯერ გაკვირვებული მისჩერბოდა საწოლში წამომჯდარ ქეითს.

- არ არსებობსს!
- კარი მაინც დახურე- თქვა ქეითმა თვალების ტრიალით.

ქრისტინმა სწრაფად დახურა კარი შემდეგ კი საწოლზე ქეითის წინ სწრაფად ჩამოჯდა.

- არაფერი თქვა- დაასწრო თქმა ქეითმა სანამ ქეისტინი რამეს იტყვოდა.
- კარგი, კარგი. ეს უკვე მომწონს- წარბები აათამაშა.
- უნდა ჩავიცვა, გადი.

სიცილით თქვა ქეითმა და საბნიანა წამოდგა ფეხზე.

- კარგი, კარგი. ქვევით გელოდებით. იცოდე არ დააგვიანო, სწრაფად ჩამოდი.

ქრისტინის გასვლის შემდეგ ქეითმა მომღიმარი სახით დაიწყო ჩაცმა. სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. მართლა ისეთი ლამაზია, რომ ზეინ მალიკის ყურადრებაც კი მიიქცია? მის გამო გახდა ზეინი ასეთი თბილი და მოსიყვარულე?

საბოლოოდ როცა ელვას იკრავდა კარი ისევ გაიღო. ქეითმა ჩათვალა, რომ ისევ ქრისტინი იქნებოდა და უთხრა.

- უკვე ჩამოვდივარ.

ხმა არავის ამოუღია. ქეითმა ნაბიჯების ხმა გაიგონა და უკან შეტრიალდა, სადაც ჯორჯის სახეს შეეჩეხა.

- ჯორჯ? აქ რას აკეთებ? - დაბნეული იდგა ხა ვერც მიხვდა რა გაეკეთებინა. უბრალოდ ჯორჯის აწითლებულ სახეს უყურებდა.
- შენთან ამოვედი... ამ კაბაში ძალიან სექსუალური ხარ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now