33

376 22 7
                                    



ცივი დღეა. საქორწილო კაბა აცვია და თავს საშინლად გრძნობს. მაშინ როცა უზომოდ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სიცარიელესა და ტკივილს გრძნობს. გრძნობს, რომ მიდი გული კიდევ უფრო დასუსტდა. ვეღარ გაუძლებს...

ქეითმა იცის, რომ ახლა ყველა მას ელოდება. ზეინი მის გამოჩენას მოულოდნელად, გულაჩქარებული უცდის, მაგრამ ის არ აპირებს წასვლას. იცის, რომ ამით მას ატკენს, მაგრამ მომავალი რომელიც ამ ქორწინებას მოყვება უფრო მწარე იქნება, თუ ქეითი ამ ნაბიჯს არ გადადგავს.

საქორწილო კაბა აცვია და მარტო, აწითლებული თვალებით, დანგრეული ზის სადღაც პარკში. გარშემო ხალხი არარის. სიჩუმეა და ცივა. მაგრამ ქეითი ვერაფერს გრძნობს. როგორ უნდა ახლავე, აქვე გაუსკდეს ეს გული. როგორ უნდა დაეძინოს და აღარ გაეღვიძოს. როგორ უნდა ვინმემ საგულედან ამოგლიჯოს ეს დანაწევრებული, უციცოცხლოდ დარჩენილი გული.

საათს დახედა. უკვე ერთი საათია ზეინი მას ელოდება. ალბათ როგრო ნერვიულობს. როგორ ტკივა გული... ქეითი არ მივიდა. ალბათ ყველანი როგორ ნერვიულობენ. სახლიდანაც დილით ადრე გამოიპარა ისე, რომ მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. ალბათ ისინიც როგორ ნერვიულობენ... ტელეფონი გამორთო.

კიდევ ნახევარი საათი გადის და ქეითი ისევ გაუნძრევლად ზის.

მიხვდა, რომ ასე ვეღარ გავრძელდებოდა. გამორთული ტელეფონი ჩართო და 50- მდე გამოტოვეული ზარი ნახა. ყველა მას ურეკავდა. ზეინი, მეგობრები, მშობლები, ჰარი... ალბათ ყველა ანერვიულა.

ფეხზე წამოდგა და ტაქსი გააჩერა. მისამართი უთხრა და თავი ცივ ფანქარას მიადო.

ვერც კი შენიშნა თუ როდის გაჩერდა ტაქსი ნაცნობი სახლის წინ. დიდი სახლის წინ ქეითმა ნაცნობი მანქანები შენიშნა. ნუთუ ყველა აქაა? მისი მშობლებიც?


***

ყველანი მალიკების სახლში არიან. მათ შორის ქეითის მშობლებიც, რომელთაც უკვე გაეგოთ ყველფერი. მისტერ მალიკი გაცოფებულია. ყვირის და ყველაფერს ლეწავს. ბიჭები და ქრისტინი ისევ ცდილობენ ქეითს დაუკავშირდნენ, მაგრამ ამაოდ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now