19

395 21 6
                                    



ჯორჯი რამოდენიმე დღით ლოს-ანჯელესშია წასული, ოჯახთან ერთად. კომპანიის საქმეები აქვთ მოსაგვარებელი.

ქეითს გული ნამდვილად არ დასწყვეტია. ჩვეულებისამებრს დილით ადრე ადგა და სკოლაში წასასვლელად მოემზადა. ჩვეულებრივი დილა იყო. ნათელი და მზიანი. დილით არ უსაუზმია, რადგან დრო არ ჰქონდა. სიმართლე ითქვას არ უნდოდა ჭამა. ავტობუსისთვისაც უნდა მიესწრო.

შესვენებაზე გოგოები კაფეტერიაში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. ქეითს არ მოსწონდა ის, რომ რეჯინა მათ "ეტენებოდა", ეს საშინლად გამაღიზიანებელი იყო, რადგან ქეითი ამის მიზეზს ხვდებოდა. ზეინი. ისევ და ისევ ზეინის გამო ხდებოდა ყველაფერი ქეითის თავს.

- ზეინის ნომერი გაქვს?
- უკვე გითხარი, რომ არ მაქვს- მობეზრებით ამბობს ქეითი.

ათი-თხუთმეტი წუთია თავს ცუდად გრძნობს. გული ერევა და თავი სტკივა.

- აჰ ცუდია, კარგი არაუშავს დღეს შევხვდები და გამოვართმევ- ქეითი თვალებს მობეზრებით ატრიალებს.
- მოდი მეგობრულ რჩევას მოგცემ. ზეინი არ არის ბიჭი რომელიც ურთიერთობას გააბამს შენთან. უბრალოდ გაერთობა და მოგისვრის- პირდაპირ უთხრა მას.
- შენ მას არ იცნობ. ასეთი არ არის.
- და შენ იცნობ?
- ქეით, ის მოგწონს?
- შენ სულ გაგიჟდი? შეყვარებული ჰყავს, ის იდიოტი რატომ უნდა მოსწონდეა?!- ჯიჟივით წამოხტა ქრისტინი.
- უბრალოდ უცნაურად იქცევა.
- უბრალოდ გაფრთხილებ- მოკლედ მოუჭრა ქეითმა. - და რაც შეეხება მას, კი ზეინს კარგად ვიცნობ. ამიტომ არ გირჩევ მასთან საქმის დაჭერას და მითუმეტეს ურთიერთობის გაბმას, რომელიც დაწყებისთანავე დამთავრდება. ნუ თუ დაიწყო საერთოდ.

ქეითმა თავბუსხვევა იგრძნო და ხელი საფეთქელთან მიიტანა.

- კარგად ხარ?
- მგონი იმის ბრალია, რომ დილით არ მისაუზმია.
- ქეით, თავს საერთოდ აღარ უფრთხილდები. არც გუშინ საღამოს გივახშმია.
- არაფერია. გამივლის.
- გინდა რამე მოგიტანო?
- მე მოვიტან- წამოხტა რეჯინა- ფორთოხლის წვენი გინდა?
- კარგი, იყოს. მადლობა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now