" რა ნათელი დღეაა რა ნათელი მზეააა იმიტომ რომ დღეს ყველაზე მაგარი დედიკოს დაბადებისდღეაა" და ამ სიმღერით და ტორტით გავაღვიძეთ დედაჩემი ... მართლაც რა ლამაზი დღე იყო , თანაც მზიანი მოკლედ ყველაფერი კარგად იყო ,ბედნიერად ... დილიდანვე დაიწყო მილოცვები , ტელეფონზე რეკვები , საჩუქრები , ყველას ღიმილიანი სახე გვქონდა... დაიწყო ნათესავების მიმოსვლა ... მამაჩემის დაუზარელი 'კაიი არ დამავიწყდება' პასუხები ... დილიდან ესეთი ამბები იყო ჩემს სახლში ... შემდეგ სუფრაც გაიშალა ... შემდეგ ზარი იყო ყოველწუთას კარზე ... და ბოლოს ყველა ერთდ შემოუსხდა სუფრას .... ბოლოს კი ამ ბედნიერ წუთებთან გამომშვიდობება მომიწია და რატომ იციით ?!იმიტომ რომ დებილი ვარ ან არვიცი უბრალოდ დებილი ვარ და მაგიტომ ან როგორც ვთქვი დებილიც ვარ, მაგრამ მეპატიება, რადგან შეყვარებულიც ვარ და თან ,უბრალოდ დებილი და შეყვარებული კი არ ვარ ,მე ვარ დებილი და შეყვარებული ილო ბარათელზე და დამიჯერეთ ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის. სემინარზე უნდა წავსულიყავი და შემდეგ ისიც მენახა... ამიტომაც მოვემზადე , დავემშიდობე ყველას მალე დავბრუნდები რამდენიმე საათში თქო , გავიკეთე ყურსასმენები და წავედი სემინარზე. .. მხოლოდ უნივერსიტეტს რომ მივუახლოვდი მაშინ მოვიხსენი და მობილურსაც ხმა გამოვურთე .. მართლაც შენობაში შევედი ... ისევ იგივე ხალხი , გამარჯობა ,როგორ ხარ ,კარგად .. ნახვამდის ... მსგავსი ლაპარაკები გავიარე... და სემინარის კლასისკენ გავემართე, რომ მოულოდნელად დემე დავინახე. კედელს ეყრდნობოდა , კლასიდან მოშორებით იდგა და მობილურში იყურებოდა ... მეც მისკენ წავედი.
- დემე ?! ესე ადრე არ გელოდი აჰაჰაჰ .
მივედი და გადავკოცნეთ ერთმანეთი, მაგრამ მას ნორმალურად თავი არც აუწევია დავინახე მესინჯერში წერდა რაღაცას.- ვააა რა გამახარე ჩემი ... მართლა არ მეგონა თუ მოხვიდოდი დღეს ტო.
კედელს ეყრდნობოდა, მისი საყვარელი დახეული ჯინსები და შავი ქურტუკი ეცვა .