სემინამარამდე ერთ საათიან შუალედს მეგონა ფეხბურთის ყურებით გავიყვანდით, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფორსმაჟორული სოტუაციის გამო მომიწია ორ შეყვარებულს შორის შუაში "მურმანის ეკალივით" ყოფნა...
მიშომ გამოგვიარა და ვენდისში წაგვიყვანა...
მე სერიოზულად ვამბობ წლის ბოლოს ალბათ კარებშიც ვეღარ შევეტევით თქო მაგრამ ესენი არ მიჯერებენ...
რაც შეეხება მიშოს , იცით რას ვაფასებ მასში ყველაზე მეტად ? იმას ,რომ მას სიყვარული შეუძლია , ეგოისტია მაგრამ არა ამპარტავანი, თავმოყვარე და არა პატივმოყვარე, ირონიულიც და არა ბოროტი , და რაც მთავარია მას უყვარს ხოო ნამდვილად უყვარს ჩემი ნატალია...მიშოს ის მართლა ძალიან უყვარს... წარსულში ბევრი ჩხუბის, კამათის,წინააღმდეგობისა და გოგოების დაუღალავი ცდების მიუხედავად მათ დაამტკიცეს, რომ
ისინი ერთმანეთს იმსახურებენ და შედეგად ეს გოგოებიც კი მიშოსთან მხოლოდ' მეგობრობის დამყარებით' კმაყოფილდებიან ... სანდრო მართალია თავიდან ვერ ეგუებოდა მათ ურთუერთობას , თუმცა ბოლოს ისიც დარწმუნდა მათში ... და მე? მეც გამოვცდი ოდესმე მსგავს გრძნობას?! ჩემი ისტორიაც მათნაირი იქნება?! ხშირად მიფიქრია ამ თემაზე თუმცა პასუხი
დღემდე უცნობი იყო ...იყო? იყო არა არის .. დაალბათ იმიტომ
რომ არასდროს მყვარებია, ბევრი მოწონება , 'crush' იყო მაგრამ არცერთი და არანაირი სიყვარული ...ამ ფიქრებში აღმოვჩნდი სემინარზეც ,
2საათის შემდეგ კი
სემინარის დამთავრებასაც ვეღირსე ... ამწამს გამოვაღწიე ოთახიდან
... და აი ჩვეულებრივ ყოველდღიურობას შევეჯახე , აქ ამდროს
ყოველთვის არეულობაა... ზოგი
ლექციიდან
გამოდის, ზოგიც
შედის,ზოგს წაშლილი დაღლილი სახე აქვს ამ სემინარისტების გადამკიდე,ზოგსაც შუბზლე აწერია ,რომ შემთხვევით მოხვდნენ ამ ფაკულტეტზე, ადამიანები, სახეები ერთმანეთში ირევიან , ყველა
ყველას ჰგავს,ერთმანეთში გერევა, ბევრი ნაცნობი სახეა ,ბევრიც უცნობი, მართალია უკვე ორი თვეა აქ ვსწავლობ, მაგრამ ზოგჯერ იმდენ უცნობ თვალებს ვნახულობ, რომ გაოცებული ვრჩები და ჯანდაბა მაინც
და მაინც ზუსტად ეხლა უნდა დამენახა სანდრო ვიღაც ტიპებთან ერთად .
და მეც რათქმა უნდა ვცადე 'ვერ დამენახა'.
№1 წესი არასდროს გოგოებო ! არასდროს "ჩააშტერდეთ " მობილურს როცა 'საბიჭეთში' მოგიწევთ გავლა!!
თუმცა მე გამონაკლისით სახით ეს წესი დავივიწყე .. სანამ
იმ ადგილს მივუახლოვდებოდი ჯერ სერიოზული გამომეტყველებით დავიწყე ჩანთაში მობილურის ძებნა, შემდეგ ამოვიღე და თითქოს დავიწყე სმსის კითხვა ,თან არ ვჩერდები კიბეებზე ჩავდივარ , 'კითხვიდან' 'წერაზეც' გადავედი ,უკვე ვტრიალდები და ააი-
- კაი ღადაობ ტოო? ერთ დღეში ორი
'ვერ დანახვა' ძაან ხო არ ტეხავს?!