. . .
მე ,ლილე ნაკაშიძეს ილო ბარათელი შემიყვარდა . მიყვარს . ხო და ამ
მთვარესთან და ვარსკვლავებთან ვაღიარებ რომ გული მტკივა . თანაც ძალიან მტკივა .უცბად ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამომიყვანა. დავხედე და სანდრო იყო ...
" სანდრო "
" ვაიმეეე ლილეეე .. სად ხარ ტოო ...სახლში ხარ? რა სულელო ვარ როგორ არ გამოგყევი "
დაიცა სანდროს როდის ველაპრაკე?! ანუუის სანდრო ოყო ვინც მამშვიდებდა?! . მხოლოდ ერთმა ადამიანმა დამინახა ასეთ მდგომარეობაში და ისიც სანდრო ყოფილა.
" სანდრო" მხოლოდ ეს ვთქვი და გავჩერდი .
" პარკში ვარ...არმინდოდა სახლში წასვლა " პაუზა იყო .
" კაი მოვდივარ ეხლავე "
" სანდრო " ვთქვი და კიდევ გავჩერდი . ემოცია აღარ მემორჩილებოდა ,
"ლილე გისმენ ...მითხარი "
" მალე მოდი გთხოვ "
ისევ პაუზა იყო .
" ლილე "
კიდევ გაჩუმდა
" ორ წუთში მანდ ვარ" და გათიშაა. მე ჩემთავს არ ვგავდი . მე მე არ ვიყავი . მე ემოციების "მსხვერპი "ვიყავი.რა მჭირს ? უკვე მეასჯერ დავუსვი ჩემ თავს ეს შეკითხვა . რატომ ვარ ესეთ ემოციებში ?რატომ იყო ეს გრძნობა ასეთი მტკივნეული? ... ნუთუ ამდენს ნიშნავდა ? ნუთუ ამ ადამიანმა ამხელა კვალი დატოვა ჩემში ? მიკვირს როგორ მოხდა ეს ყველაფერი . როგორ ვერ შევამჩნიე . როდის გადავიდა მოწონება ამ გრძნობაში . როდის შემი- და სანამ ამ სიტყვას დავასრულებდი ფიქრები კვლავ გამაწყვეტინეს .
- ლილე
ეს ხმა მომესმა ზურგიდან . სანდროს ხმა იყო , ჩემი სანდროს . სანდროს რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო , სანდრო რომელიც ვიცოდი არასდროს გამიცრუებდა იმედს. სანდრო ,რომელისაც ყველაზე მეტად მწამდა და მჯეროდა .სანდრო აქ იყო , მე ის მჭირდებოდა და ის მოვიდა , რადგან ის სხვას არ ჰგავდა , ის ყოველთვის ჩემთან ჩნდებოდა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა , ის ჩემი ლურჯ თვალება სანდრო იყო.
ვერც კი ვხვდები უცბად რა დამემართა , მაგრამ მოულოდნელად წამოვვარდი და მთელი ძალით სანდროს ჩავეხუტე , როგორი ძლიერი იყო ხოლმე მისი ხელები , იცით როგორი ხელები ჰქონდა?! აი ისეთი ,რომლებიც ყოველთვის გეუბნებოდნენ რომ ყველაფრისგან დაგიცავდნენ და არ მიგატოვებდნენ. და უცბად ვიგრძენი რომ ჩემი თვალები დასველდნენ ... ცრემლებმა მაინც თავისი გაიტანეს .... და მათაც კი მიმატოვეს , არასდროს , არასდროს მიტირია სანდროს თვალწინ , არასდროს მიტირია სხვების თვალწინ ,ნატის თვალწინაც კი . თუმცა ეხლა .. ეხლა თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს ... მხოლოდ ტირილი მინდოდა ... და ესეც სანდრო აღმოჩნდა , ადამიანი რომელმაც მნახა როგორ ვტიროდი .