ლექციაზე ვარ ... მაგრამ ცოტაც და ალბათ გავგიჟდები... გვერდზე მიზის ვიღაც ' არა დედამიწელი ' ტიპი ,რომელიც არ ჩერდება.... მე ნერვიულად " spikes "ვთამაშობ, უფროსწორად, როცა მივხვდი რომ ლექციას ფიზიკურად არ მომასმენინებდა გადავწყვიტე მეთამაშა...ათასი კითხვა...უსაშინლესი ხმა...ინტონაცია...და საშინელი სუნამპ ..ცოტაც და გავგიჟდები...
- და ამის შემდეგ რა გაქ?
მორიგი მეასე კითხვა
- სემინარი
- იმის მერე?
- ლექცია
- და კიდევ რამე გაქ?
-არა
-ანუ ორი დაგრჩა და რჩები
-კი ლოგიკურად
- მე მხოლოდ სემინარი მაქ
-აჰაამ
- ბედნიერი ვარ ხო
- კი
- არაუშავს დაგელოდები თუ გინდა და ერთად წავიდეთ
-არა იყოს
-არა მართლა დაგელოდები
-არა მართლა არ მინდა
გაჩუმდა.. ნუთუ გაჩუმდა...ალბათ კონცენტრაცია ლექტორის სიტყვებზე გადაიტანა, რომელმაც ვიღაც დაგვიანებულ ტიპებს დაელაპარაკა...უკვე the line ჩავრთე....ვაგებ ვიწყებ თავიდან, ვაგებ ვიწყებ ისევ თავიდან...არაუშავს სულ რაღაც - ჯანდაბააა 'სულ რაღაც ' ნახევარი საათი დარჩა... ისევ მოტრიალდა, ეხლა ზის და მიყურებს ლოყები აწითლებული აქვს და მაინც მააააგარი ტიპი ჰგონია თავი....
- ეგ რა თამაშია?
- the line ჰქვია
-და თამაშები გიყვარს?
-არა ვერ ვიტან
- აბა რატომ თამაშობ
-ნერვებს მიწყნარებს
--აააა რას სასაცილო ხარ
25წთ. დარჩა
-და ლამაზიც ხარ ლილ
-მადლობა
-თან ძაან ლამაზი ხარ
არ ჩერდება..მე
თავი დავხარე და , ქვემოთ ვიყურები და ისევ ვთამაშობ,