"არ ვიცი რას წერენ პირველ სიტყვას ან რა წინადადებით იწყებენ დღიურის წერას ... ჰო არ ვიცი ,რადგან არასდროს მქონია სურვილი ჩემი ფიქრები და გრძნობები ფურცელზე გადამეტანა ...ერთ-ერთ tvshow- ში ნანახი მაქვს როგორ ამბობენ 'dear diary ', ქართულად კი ცოტა უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები... თუმცა ვგრძნობ ჩვენ ერთმანეთს დიდხანს ვეღარ დაგვაშორებენ ... ისე ირონია არაა ?! მას რომ დღიურს ვჩუქნიდი რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მეც დამჭირდებოდა ... აი უკვე ორი დღეც გავიდა , მხოლოდ ორი დღე ... თუმცა საკმარისი იმისთვის,რომ ყველა გრძნობა და ემოცია განმეცადა ... ორი დღეა ის აქ არ არის ...და მის გარეშე კი ყველაფერი ჩვეულებრივია.
ილო წავიდა ,
წავიდა ქვეყნიდან ,
წავიდა უნივერსიტეტიდან ,
წავიდა თბილისიდან ,
წავედი ალბათ ჩემი ცხოვრებიდანაც . თუმცა შენ არ იცი ხო ვინ იყო ილო ბარათელი ?! ილო ... ის ...მწვანეთვალება ბიჭი იყო...
რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში .
სრულიად დაუგეგმავად შემიყვარდა და სრულიად წარმოუდგენლად დამთავრდა ეს ყველაფერი ...
უკვე ორი დღე გავიდა არ დაურეკავს . არ მოუწერია . ალბათ ველოდი დარეკვას ?! მოწერას ?! არ ვიცი შეიძლება.... იქნებ მე უნდა დავურეკო ან მივწერო ?!იქნებ ის ელის ჩემგან პასუხს... არვიცი . არეული ვარ ,ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე... რაღაც მაჩერებს რომ ეს გავაკეთო და ვუთხრა რომ .... ვერ ვდგამ ნაბიჯს და რა ვქნა ? არვიცი . არვიცი . და კიდევ ერთხელ არვიცი . ასე მგონია არაფერი არ ვიცი. აი ესაა მთელი ისტორია დღიურო.. უცნაურად ჟღერს უსულო საგანს პირდაპირ რომ მივმართავ... მაგრამ მჯერა შენ მალე ძალიან ახლობელი გახდები ჩემთვის. "
დავხურე დღიური ,ავდექი და აივანზე გავედი. მზიანი დღე ,მაგრამ მაინც ციოდა ... როგორც ზამთარს სჩვევია ისე , გარეგნულად ამ ქუჩებს ,ამ უბანს ამ ორ დღეში შეცვლილი არაფერი ეტყობოდა მაგრამ ჩემთვის ... ჩემთვის ყველაფერი სხვანაირი იყო ... უცბად მობილურის ხმა გავიგე ვიღაც მირეკავდა ...გიჟივით შევვარდი ოთახში, მივვარდი მობილურს ,დავხედე ეკრანს და სანდროა . ხო რა თქმა უნდა...