ვინ ვარ მე ?! მე ლილე ვარ ,იურისტი ლილე ნაკაშიძე ... 18წლის სრულწლოვანი , უკვე დიდი გოგო . პირველკურსელი, მაგრამ არა "პინგვინი "ლილე, უი და კიდევ ყველაზე ბედნიერი გოგო გაგიკვირდათ?! ზედმეტად ხმამაღალ განაცხადად მოგეჩვენათ?! ცდებით. ბედნიერებას საზომი, ზომა ,წონა და ერთი მნიშვნელობა არ აქვს .. ხოდა ჩემი ცხოვრებაც თავისი პლუს-მინუსებით ბედნიერებას
უდრის ..ხო აი კიდევ ერთი რამ ჩემს
ცხოვრებაზე : ჩემი ოთახიდან ულამაზესი ხედი ჩანს თან მაქვს უუზარმაზარი ფანჯრები და როცა ღამდება > ლეპტოპი+ ყავა ან წვენი+ კარგი მუსიკა + ასეთი ხედი = სრულ კომფორტს, ხოლო ყოველ დილით გაღვიძებისას თავი new yorkში , მანჰეტენის ერთ-ერთ პენტჰაუზში მგონია ხოლმე , ალბათ მიხვდით იმასაც, რომ რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს gossip girl ჩემი საყვარელი სერიალია რაც ლოგიკურად იმას ნიშნავს რომ მე თავს
Chuck- ის ერთადერთ Blair- ად ვგრნძნობ მუდამ, ცოტა უცნაურად ჟღერს მესმის მაგრამ ...ამ ეტაპისთვის მგონი საკმარისია ჩემი ცხოვრების დახასიათება .. თუ არ მინდა რომ უნივერსიტეტში დავაგვიანო... რა ლამაზია ყველაფერი ამდროს .. შემოდგომა ჩემი მეორე საყვარელი სეზონია .. მიყვარს აჭრელებული ქუჩების ყურება , რომლებიც ჩვენც გიჭრელებს ხოლმე გონებას ,მართალია მე ზედმეტად აჭრელება ნამდვილად აღარ მჭირდება მაგრამ .. მოკლედ ამ ფიქრებში გართული სულ რაღაც რამდენიმე საათში მოვემზადე და მივაღწიე უნივერსიტეტშიც ... კარებთან ჩემი დაქალი დავინახე- ლილეე
- ნატიი
ჩემი და ნატალიას შეხვედრები სულ ესე იწყება , ვაკონკრეტებ ,თითქოს ერთმანეთი საუკუნეა არ გვინახავს , ეხლაც მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი
- მეორე საათიდან გამოვიდეთ რაა დილით ვერ მოვასწარი და ყავა მინდა სასწაულად .
შევძახე მე- ჯერ გამარჯობა მაინც გეთქვა .
წარბი აწია ნატიმ ... ასე იცის ხოლმე, როცა თავისი ჭკუით მესწერვება