I do not care

987 33 32
                                    

საიდან დავიწყო?ბოლოდან,დასაწყისიდან,შუიდან?
თუ იმ ღამიდან იმ წამიდან რამაც განაპირობა მომავალში მისი მთლიანი პერსონის ამოტრიალება და არა მარტო მისი.

ახალგაზრდა,მდიდარი,სიმპატიური,
სექსვალური.ყველაფერი მასში იყო გაერთიანებული რაც ადამიანს მეწყვილესგან დასჭირდებოდა,აი რაც შეეხება შინაგან სამყაროს კი ის არ არსებობდა და იქამდე ვერავინ ვერ შეძლო მისვლა და არც არავის შეუღწევია,რადგან მკერდის  მარცხენა ნაწილის გარშემო საგულდაგულოდ ქონდა რკინის აგურები დალაგებული.რომ შიგნით არავინ არ შესულიყო,რომ ვინმეს ამ ადგილში საკუთარი თავი არ დაემკვიდრებინა და კიდევ ერთხელ დაეშალა,უბრალიდ ასეთი იყო,ასეთად გაზარდეს,ოდნავ ტკივილის ან რომელიმე ემოციის გამოხატვის გამო წელზე ქამრის დარტყმას იღებდა,სიბნელეში ჩაძირულ ოთახში ჩაკეტვას,დაᲛტვრეულ ხელს,ნეკნს....
მთელი ბავშვობა კითხვა ჭამდა იმის შესახებ თუ რატომ ექცეოდა საკუთარი მშობელი ასე,ბოლოს კი ეს კითხვა უბრალოდ გაქრა,გამოიფიტა ისევე როგორც მისი ემოციები, და თანდათანობით უგულო,უგრძნობი ნაბიჭვარი გახდა რომელსაც არავინ და არაფერი ანაღვლებდა.

და მაინც ნებისმიერი ქალი თუ კაცი მასთან რაიმე ურთიერთობის გამო ყველაფრის გამკეთებელი იყო.
აურა რომელიც მას ქონდა შექმნილი თავის გარშემო,ძალიან მიმზიდველი იყო,ყველაფერს იღებდა რაც სურდა და უნდოდა,ყველაფერს.
მისი სახე ყოველთვის ცარიელი და უარაფრო იყო,არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა,მისი ღიმილი იყო რაღაც რისაც არავის სჯეროდა რომ არსებობდა.მაგრამ იყო რაღაც რაც მასაც გააჩნდა,რაღაც რაც ყველა ადამიანის რაღაც ნაწილს მაინც ასახავს,თვალები,მისი შავი და ბნელი თვალები,უემოციო თვალები,რომლებიც იმ პატარა ბიჭის ტკივილს,მარტოობას და ოცნებებს ასახავდა რომელიც ყოველ წუთას,წამს იმსხვრეოდა და იმსხვრეოდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის დირექტორი იყო,მეტი რაღა უნდა სდომებოდა ხომ ასეა?
მაგრამ იყო დრო როდესაც მიზნებს ისახავდა თავისი მომავლის შესახებ,როდესაც პიანინოზე დაკვრაზე იყო შეყვარებული,როდესაც მისი ცხოვრება კარგი იყო, ბედნიერი სანამ ავარია არ მოხდებოდა და დედამისი არ დაიღუპებოდა,სანამ მამამისი ერთი უგრძნობი მონსტრი არ გახდებოდა და მის ცხოვრებას,მიზნებს,ოცნებებს არ დაანგრევდა,სანამ თავად ის უგრძნობი მონსტრი არ გახდებოდა რომელიც ასე საშინლად სძულდა.

Say you want me tooWhere stories live. Discover now