If they lough fuck them all

187 10 2
                                    

ჯინი:

სანამ ქიმიებს და ათასი სხვა საშვალებებით ჩემს გაჭყეპვას დაიწყებდნენ,შუალედი მქონდა,ახალ ნაოპერაციებზე ჯერ არ შეიძლებოდა,თანაც ჩემი ჯანმრთელობის მაჩვენებლები კარგი იყო,რამდენიმე წამლის დახმარებით,კარგია მაგრამ რა თქმა უნდა სულ ასე არ გაგრძელდებოდა მანამდე კი დროს ფუჭად არ ვკარგავდი, ჩემი დროს რომელიც მინდოდა რაიმე კარგში გამეყვანა რასაც ვაკეთებდი. მხოლოდ მე და ის ვიყავით,დავრბოდით,ვსეირნობდით,
ვცურავდით,ვცეკვავდით და არ გვინდოდა ამ ყველაფრის გაჩერება და დამთავრება.
ახლა მას ხელი ჩემსაზე ძლიერად აქვს მოჭერილი,მე კი მისაზე,ჯუნი თავს მაკარგვინებს,მე კი ამის ნებას ბოლომდე ვაძლევ და კი ეს ნამდვილად გიჟური გრძნობაა,ზედმეტადაც კი,
რასაც მე მის მიმართ განვიცდი,ამ გრძნობას ჩემში ზედმეტად აქვს ფუძე დადებული.
ადრე ამ ყველაფერს ჩემი სახელით არ ვწერდი,მარა რატომღაც ასე გაგრძელება ვარჩიე,თითქოსდა ასე უფრო კარგად გადმოვცემ გრძნობებს და მგონი მართალიც ვარ,ამ ყველაფერს კი ფურცელზე ვყვები,ყოველ დღე,როდესაც სინათლე გადადის და ღამე წვება,როდესაც ჯუნს ძინავს მე მაგიდასთან ვჯდები ფურცელს და კალამს ვიღებ და მასთან გატარებულ მომენტებს ასოებად გარდავქმნი. რაც უფრო მეტი დრო გადის მინდა რომ უფრო და უფრო მეტი დავწერო,რაც უფრო მეტ დღეებს და ღამეებს ვატარებ მასთან მით უფრო მიჭირს ჩემი მისდამი გრძნობების ამ უარაფრო და იაფ სიტყვებში მოქცევა,მარა ბოლოს იმედია შევძლებ და არც შენ მოგაწყენ თავს,ვინც არ უნდა იყო,წესით ეს  ერთი ადამიანისთვის იწერება ნამჯუნისთვის,რომელსაც მას მაშინ მივცემ როცა დრო მოვა,არ ვიტყვი იმას რომ,ეს მაშინ მოხდება როდესაც ჩემი ჯანმრთელობა გაურასდება ან კიდე სანამ მოვკვდები,რადგან არ ვაპირებ მე მის შეხების,სურნელის,კოცნების,
თვალების რომლებიც მხოლოდ მე მიყურებს დაკარგვას ეს არასოდეს მოხდება და ვერც მოხდება,რადგან ის ჩემია სამუდამოდ და არ ვაპირებ მის დათმობას,ცოტა შეპყრობილივით ხომ არ ჟღერს?შეიძლება მაგრამ ჩემი დადანაშაულება შეგიძლია როდესაც ასეთი ადამიანი მყავს
გვერდში. ან კიდე საერთოდ არ ვიცი,ჯერ არ მაქვს კარგად გადაწყვეტილი მივცემ თუ არა მას ამ ფურცლებს წასაკითხად.

Say you want me tooWhere stories live. Discover now