I will stay

210 13 0
                                    

ჯინი:

სულ ვფიქრობდი რომ თუ სიკვდილის გასაყარზე დავდგებოდი,პირიქით გამიხარდებოდა,თუ ეს ემოცია ამდენად ძლიერი არ იქნებოდა არ შემეშიმდებოდა მაინც,ამის გამო ცრემლებს არ დავღვრიდი. არც ახლა ვღვრი როდესაც საწოლზე ვზივარ,როდესაც ჩემს ძმას ვუყურებ რომელსაც თვალებში ყოველ წამს წყალი უდგება მაგრამ თავს იკავებს,ეს ყველაფერი არც ისე დრამატულია როგორც ჟღერს უბრალოდ ამ წამს უფრო სწორად კი ეს წამი ახალია,ეს შეგრძნება,მაგრამ მაინც ისე ვერ არის,რაღაც შეიცვალა რაღაც სხვა გრძნობა იჩენს თავს ჩემი მკერდის მარჯვენა ნაწილში,რასაც სახელს ვერ ვარქმევ,ვერ გადმოვცემ,ეს რაღაც ჩემთვის ძალიან ახალია,ზედმეტად ახალია და უცხო,რამდენიმე ემოციის ნარევი ერთად,რომელსაც მინდა სახელით მივმართო მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ,ჯერ ვერა. არ მეშინია უბრალოდ დრო,ეს დრო ისე საშინლად იწელება,განსაკუთრებით კი სავანდმყოფოში,ოთხ კედელში,ვერ მიხვდები სანამ ამას თვითონ არ გამოცდი,ხოლო როცა იცი რომ რამდენიმე საათში ოპერაცია უნდა გაგიკეთონ ეს ყველაფერს სხვა ელფერს სძენს,რაღაცას გიღვიძებს,როცა იაზრებ რომ ოპერაციის დროს შეიძლება მაგიდაზე გარდაიცვალო,როდესაც იცი თუ გაიღვიძებ საშინელი ტკივილი ურჩხულივით დაგატყდება თავს,ურჩხული რომლისიც ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი და მეზიზღებოდა. სასაცილოა არა? ტკივილი ერთი უბრალო სიტყვა რომელსაც შეუძლია ისეთი რაღაც გაგიკეთოს რომ სიკვდილი ინატრო,ჩემი ურჩხული სწორედ ეს არის და ამავე დროს როდესაც მტკივა თავს ცოცხლად ვგრძნობ,ტკივილი იმის გახსენებაში და უფრო კარგად გააზრებაში მეხმარება თუ რამდენად საცოდავი ცხოვრება მქონდა,რამდენად საცოდავი ბავშვობა,ჩემი მოზარდობის პერიოდი კი სიგარეტით, მარიხუანით გატენილი,ჰომოფობი ადამიანებით სავსე,ალკოჰოლი კი ერთი დიდი სიმშვიდე რომლის მომენტშიც მე სახურავზე ვიჯექი ცას შევყურებდი და თავს იშვიათად მაგრამ მაინც კარგად ვგრძნობდი. სიყალბე კი ამ
ყველაფრის,ჩემი სიცოცხლის ყოველი ეტაპის თანმხლები,თავის მოჩვენება, როდესაც შინაგანად იმდენად გატეხილი ხარ ამას თავადაც ვერ იაზრებ,ბოლო წერტილი კი არის როცა შენს ტყუილს იმასთან დაკავშირებით რომ კარგად ხარ თავადაც იჯერებ.

Say you want me tooWhere stories live. Discover now