რატომღაც ის დღეს რამე ძლიერი ცეკვის ხასიათზე იყო,ასე რომ მან Can you feel my heart მეტალის ვერსია ჩაართვევინა,ბოძთან ახლოს მივიდა,მაგიდებთან მსხდომ მთვრალ კაცებს შეხედა,რომელთა თვალებიც მასზე თითქოსდა მიწებებული იყო.ჯინმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და ბოძზე ტრიალი დაიწყო,თვალები ცოტა ხნის შემდეგ დახუჭა და უბრალოდ თავისი მოძრაობები მუსიკის ჩქარ რიტმს ააყოლა.
როდესაც ბოძზე ცეკვა დაასრულა სუნთქვა საშინლად აჩქარებული და მთელი სხეული გახურებული ქონდა,თავიც ასტკივდა,ალბათ მუსიკის გამო.როდესაც უკვე სახლში წასვლა გადაწყვიტა და გასახდელი ოთახისკენ მიემართებოდა რომელიც კლუბში იყო, ნორმალური ტანსაცმლის ჩასაცმელად ვიღაც კაცი წინ დაუდგა მომღიმარი ამაზრზენი სიფათით.
"მადლობელი დაგრჩები და გაიწევი"უთხრა ჯინმა და გვერდით ავლა სცადა მაგრამ იმ გამოსირებულმა თავისი ხელები წელზე შემოხვია და კედელთან მიამწყვდია"ბოლოჯერ გეუბნები,ან შენი ნებით მომაშორებ მაგ ბინძურ ხელებს ან კიდე მოგატეხ"
მის სიტყვებზე იმ გულის ამრევ კაცს გაეღიმა და მისი კოცნა დააპირა რომ,სტრიპტიზიორმა შუბლი თავში ჩაარტყა,ფეხებს შორის მუხლი ამოარტყა,ზურგით წააქცია ხელი დაუჭირა ,ოდნავ გაამოძრავა და ძვლის გატეხვის ხმა გაისმა.რამდენიმე წამში კი თითქოსდა გონს მოეგო და გაანალიზა თუ რა გააკეთა.გული აუჩქარდა და ტანსაცმელების გამოსაცვლელად სასწრაფოდ ოთახში შევიდა.რამდენიმე თვეა მისი ამ ნაწილიდან ასე თუ ისე თავის დახსნა შეძლო ახლა კი მის გამო ერთი კაცი ძირს ეგდო ხელ მოტეხილი და გათიშული.
ის არ ადარდებდა რომ მას რამე დაუშვა საერთოდ არა,იასამნისფერ თმიანს მხოლოდ ის ადარდებდა რომ შეიძლებოდა ისევ თავის წარსულს დაბრუნებოდა,წარსულს სადაც სხვისი ტკენა სიამოვნებდა,არ უნდოდა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაქრობილი სიბრაზის შეტევები დაბრუნებულიყო.ისევ ისე აფეთქებულიყო როგორც მოზარდობიდან სჩვეოდა.
როდესაც სახლში მივიდა ღრმად ბოლოჯერ ჩაისუნთქა და ამის დავიწყება გადაწყვიტა.ისევ ის უკონტროლო კიმ სოკჯინი არ გახდებოდა,ის ვისაც ემოციების შეკავება არ შეეძლო,ის ვინც
ყველაფერს ამსხვრევდა გარშემო.არ უნდოდა იმ ადამიანთან ახლოს მისვლა რომლის თავის თავში დამარხვასაც ამდენი ხანი ცდილობდა,რომლის კლანჭებში დაბრუნებასაც აღარ აპირებდა.ისევ ის ნაბიჭვარი არ გახდებოდა.
YOU ARE READING
Say you want me too
Fanfiction"მისი სახე ყოველთვის ცარიელი და უარაფრო იყო,არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა,მისი ღიმილი იყო რაღაც რისაც არავის სჯეროდა რომ არსებობდა....." ".......მაიკა ფრთხილად გახადა შემდეგ შარვალი,ბოლოს კი ის სრულიად შიშველი სხეულის მაღლა იყო მოქცეული რომლის კანიც წ...