უკვე ორი კვირაა რაც დღე არ გასულა რომ ცხვირიდან სისხლი არ წამოსვლოდა,ამ ბოლო დროს კი თავბრუც ხშირად ეხვეოდა, სიბრაზის პრობლემებიც გაუმწვავდა და კიდევ სისუსტესაც გრძნობდა ხოლმე.თავისი შიში დათრგუნა და სავანდმყოფოში წასვლა გადაწყვიტა რადგან ასე ვეღარ გააგრძელებდა,ექიმთან უნდა მისულიყო და თავისი ფსიქოლოგისთვისაც უნდა შეეხსენებიმა თავი რადგან ნამდვილად არ უნდოდა გაბრაზებულზე ვიღაც ცემაში გაეხია.
ახლა სავანდმყოფოს წინ იდგა და მაინც ყოყმანობდა შესულიყო თუ არა ბოლოს კი თავისმა პრინციპულობამ იმის შესახებ რომ მშიშარა არ იყო წინ წამოიწია და მანაც ფეხი გაანძრია შენობაში შესასვლელად.
დარწმუნებული იყო რომ რაღაც სერიოზული იყო,მაგრამ თეორიების აგებას არ აპირებდა.მიმღებში ექიმის სანახავად ჩაეწერა და ჰოლში გავიდა.სკამზე დაჯდა და თავის რიგს დაელოდა რომელიც არც ისე მალე მოვიდა.ექიმის კაბინეტში შევიდა რამდენიმე წუთი ჯინმა მის კითხვებზე პასუხის გაცემაში გაატარა ბოლოს კი ანალიზების აღება დაუწყეს,თავის რენდგენი და კიდევ ბევრი რამ.იასამნისფერ თმიანი ახლა კი იმაში იყო დარწმუნებული რომ საქმე იმაზე უარესად იყო ვიდრე თავად ეგონა.როდესაც ყველაფერზე გასინჯეს და მისი ტანის ყოველი ნაწილის დათვალიერებას მორჩნენ ჯინი ბოლოს და ბოლოს გაუშვეს.
სტრიპტიზიორი გზას ნელა მიუყვებოდა და რამდენიც თვალები აუცრემლიანდებოდა მაშინვე ძლირად ხუჭავდა თითქოსდა ასე თავის ცრემლებს რომლებიც დიდიხანია უკვე გამოღწევას ცდილობდნენ ისევ უკან დააბრუნებდა და ასეც იყო.ასე უბრალოდ გაუჩერებლად მიდიოდა და მიდიოდა ბოლოს კი იმ ხიდზე აღმოჩნდა საიდანაც დედამისი მის თვალწინ გადახტა.
რამდენიმე წლის წინ
ხელი მისთვის მჭიდროდ ქონდა ჩაკიდებული,გარშემო ყველაფერი თკვლისგან თეთრად იყო დაფარული.ხალხის ორი ნაკადი ორი სხვადასხვა მხრიდან უერთდებოდა ერთმანეთს და ადგილებს ცვლიდნენ.ჯინი კი სახეზე ღიმილით დედასთან ახლოს მიზიდული ბედნიერად მიჰყვებოდა მას.იშვიათად იყო რომ დედამისს მისთვის ყურადღება მიექცია,სიმართლე რომ ითქვამს პირველად მოხდა ეს და ამის გამო სოკჯინი მეცხრე ცაზე დაფრინავდა სიხარულისგან.თავისი პატარა ძმა უკვე რამდენიმე თვე იყო მამამისის მშობლებთან რჩებოდა,თვითონ კი სულ მარტოკანა იყო სახლში, სადაც დედამისი ყიველთვის გარეთ სახლის უკანა ეზოში იჯდა ალკოჰოლის ჭიქით და სიგარეტით ხელში.
ხიდდთან მივიდნენ და მოაჯირს მიუახლოვდნენ,ჯინი ფეხის წვერებზე აიწია რომ ამ ბიტონის ქვეშ არსებული წყალი უფრო კარგად დაენახა,ცოტა ხანში კი დედამისი ხმა ესმოდა,სიტყვები რომლებიც გულს პატარა ნაწილებად უსერავდა,რომლებიც თოვლის ფიფქების ზომასაც კი გაუტოლდებოდა.
"იცი რას ვნანობ?იმას რო თხუტმეტი წლის ასაკში გაგაჩინე,იმას რომ აბორტი არ გავიკეთე,იმას რომ თავიდანვე არ მივატოვე მამაშენი.ვერც კი წარმოიდგენ ამის გამო რამდენად მჭამს შიგნიდან სინანული.მაგრამ როდესაც ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე ვიაზრებ თუ რამდენად მეზიზღება საკᲣთარი თავი იმის გამო რომ ჩემი იდიოტური საქციელების გამო ახლა შენ ნადგურდები ჩემო პატარავ,ძალიან მიყვარხარ მაგრამ არ შემიძლია,შენი ძმაც ძალიან მიყვარს,მაგრამ არ მინდა,არ მინდა რომ არსებობდეთ,არ მინდა რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში რაიმე კვალი გქონდეთ.საკუთარ თავზე ამ სრვილების გამო გული მერევა,შენთვის ტვირთი გავხდი პატარავ,შვიდი წლის ხარ მაგრამ ვალდებული ხარ შენს დეპრესიულ და ალკოჰოლიკ დედას გაუძლო,მამაშენს რომელსაც თითქმის არც კი ახსოვხარ,რაც კი ჩემი ბრალია,რადგან თავი იმდენად შევაძულე რომ სახლში აღარ მოდის.ჯერ ამ ყველაფერს ისე ვერ გაიაზრებ როგორც საჭიროა,ღმერთო როგორი პატარა ხარ.როგორ მინდოდა შენთვის კარგი მომავალი,მაგრამ ეს მომავალი განადგურებული იქნება თუ მე შენს
გვერდით ვიქნები,აი თუ არ ვიქნები კი შენ ნაკლებად განადგურდები.შენი ძმისთვის კი რომელსაც ლაპარაკი ჯერაც არ დაუწყია მომავალი არსებობს..............ვწუხვარ პატარავ,ვწუხვარ იმის გამო რომ გაგაჩინე და საკუთარი თავით ასე რომ გამძიმებ,ბოდიში რომ ყველაფერი,ჩემი ცხოვრების დანგრევა შენ დაგაბრალე და ამისთვის იმდენად შეგიძულე რომ შენი ყურებაც კი ჩემთვის წამება გახდა"
YOU ARE READING
Say you want me too
Fanfiction"მისი სახე ყოველთვის ცარიელი და უარაფრო იყო,არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა,მისი ღიმილი იყო რაღაც რისაც არავის სჯეროდა რომ არსებობდა....." ".......მაიკა ფრთხილად გახადა შემდეგ შარვალი,ბოლოს კი ის სრულიად შიშველი სხეულის მაღლა იყო მოქცეული რომლის კანიც წ...