ღამე გულის რევამ გააღვიძა და ისევ აბაზანაში და უნიტაზზე მიჯაჭვული აღმოჩნდა,მაგრამ ამჯერად შედარებით ცოტა ხნით. აბი გადაყლაპა და თან წყალი დააყოლა,იქვე მთლიან კედელზე ბარი იყო გაკეთებული,რომელიც ნებისმიერი სასმლით იყო გაჯერებული,რაც ჯინმა რა თქმა უნდა შეამჩნია.ჭიქა აიღო და წითელი ღვინო ჩამოისხა,სვავდა და სვავდა, ასე სადღაც ორი ბოთლი უკვე ჩაცლილი ქონდა და მესამეს გახსნას იწყებდა. მუსიკა ჩართო ხასიათი რომ უფრო გამოკეთებოდა,სასმელიც ჩამოასხა და თავისი სხეულის მუსიკის რიტმზე აყოლებას შეუდგა,ბოლოს და ბოლოს ეს ის იყო რაც ყველაზე კარგად შეეძლო გაეკეთებინა. თავი ოდნავ გვერდზე მიატრიალა და ჯუნი დაინახა,კედელზე აყუდებული,ხელში პიჯაკით და გახსნილი ღილებით. როგორც ყოველთვის საშინლად სიმპატიური.
რამდენიმე წამიანი გაჩერების და მისთვის თვალის მოშორების გარეშე,იასამნისფერ თმიანმა ისევ ცეკვა დაიწყო და ნამჯუნს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა,რადგან ამჯერად ჯუნი უნდა ყოფილიყო ის ვინც თავის მთლიან თვალებს მის სხეულზე მიაჯაჭვებდა,ჯინს უნდოდა რომ ამჯერად ის ყოფილიყო ვინც ნელ-ნელა მის ნარკოტიკს გასინჯავდა,სახელად ჩაუწყრომელ სურვილს,რადგან თავად უკვე ბარიერს ოდნავ გადააცილა.ჯინი იყო ის ვისგანაც ვერც ერთი კაცი თუ ქალი დამოკიდებულების გარეშე გათავისუფლდებოდა,ის ვისზეც ნებისმიერი ჭკუას კარგავდა და ყველანაირ აზროვნებას ივიწყებდა,ეს ასე იყო თანაც ძალიან დიდი ხანი და ასე აპირებდა სტრიპტიზიორი გააეგრძელებინა,მაგრამ ეს ჯუნი რაღაც ყინულს გავდა,უხეშ და იმდენად გაყინულს რომ მასთან ოდნავ მიახლოვებაც კი გულს გიჩქარებდა,ასეთი ნაბიჭვარი და ამავე დროს ასეთი მიმზიდველი და სასურველი,ისეთ ვნებას გაგიჩენდა რომ ვეღარ ჩააცხრობდი,მასზე ფიქრები ნელ-ნელა შეგიპყრობდა, მისი სახის ნაკვთები შენს ყოველ დღიურ ხედს ჩაანაცვლებდა. მისი მოპოვება მოგინდებოდა,ეს სურვილი მით უფრო გამძაფრდებოდა და ამას რაც უფრო დიდი ხანი ვერ მიაღწევდი მით უფრო დანახშირდებოდი ალმოდებულ ვნებაში და მით უფრო მოგინდებოდა მისი გულის და აზრების მისაკუთრება.
YOU ARE READING
Say you want me too
Fanfiction"მისი სახე ყოველთვის ცარიელი და უარაფრო იყო,არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა,მისი ღიმილი იყო რაღაც რისაც არავის სჯეროდა რომ არსებობდა....." ".......მაიკა ფრთხილად გახადა შემდეგ შარვალი,ბოლოს კი ის სრულიად შიშველი სხეულის მაღლა იყო მოქცეული რომლის კანიც წ...