lust

241 14 2
                                    

იასამნისფერ თმიანი გემთან ახლოს იდგა რომელიც უზარმაზარი იყო,ამ მისამართზე დაიბარა ჯუნმა და ისიც დათანხმდა,უარი ვერ თქვა.მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ეს ზუსტად ის გემი იყო თუ არა,ნამდვილად არ უნდოდა ვიღაცას მძარცველი ან რამე მასეთი ჰგონებოდა.

"დაიკარგე პატარავ"გაიგო ყურში ვიღაცის საშინლად გამომვწევი და მიმზიდველი ბოხი ხმა,რომელიც ძალიან ეცნობოდა.მისკენ შებრუნდა,თან კი ვერც გააცნობიერებული ღიმილით და მის უკვე ვნებით აღსავსე თვალებს თავისი თვალები შეაგება.
"როგორც ჩანს არა"უპასუხა ჯინმა და სახიდან ღიმილი მოიშორა"აქ რატომ?"

"შეხვედრაზე მივდივარ და გემით მომინდა წასვლა"ხო, რა თქმა უნდა,რა არის გასაკვირი,რაც მოუნდება ყველაფერი აქვს ორ წამში,ყველაფერი მის სურვილებზე ტრიალებს და დადის,თავად იასამნისფერ თმიანიც კი"მარტო დროის გატარებაც არ მინდოდა,ხვალ ღამე ჩამოვალთ"

"იქნებ მკითხო,ორი დღით გემზე რო აგყავარ,იქნებ ვერ ვახერხებ და დაკავებული ვარ"

"დაამთავრე?"კითხა ჯუნმა სტრიპტიზიორს როდესაც მან ლაპარაკი მართლაც რომ დაასრულა.
ჯინმა ნამდვილად იცოდა რომ გემზე მართლა ავიდოდა,ვისი მადლობელი იყო ზუსტად არ იცოდა მაგრამ მადლობელი იყო რომ ანალიზების პასუხები დღეს დილით უკვე აიღო და რაღაც წამლებიც რომლებიც დაუნიშნეს უკვე ნაყიდი ქონდა და თავის ჩანთაში პარკით ქონდა ჩაწყობილი.აი მის ანალიზების პასუხს რაც შეეხებეა,მისმა ექიმმა უთხრა რომ კიდევ უნდა აეღოთ რამდენიმე ანალიზი და შემდეგ ზუსტი პასუხის დადგენას შეძლებდნენ.
"ხვალ ღამე ვბრუნდებით ხომ?"კითხა ჯინმა და თმები გადაიწია.
ნამჯუნმა თავი დაუქნია ხელი ჩაკიდა და გემის მიმართულებით წაიყვანა,როდესაც საბიჯელზე (ასასვლელზე) ადიოდნენ,ჯინმა წონასწორობა ვეღარ დაიცვა ტალღების გამო რომლებიც გემს და ამსევე  ასასვლელსაც ამოძრავებდნენ და რამის გადავარდა რომ არა ნამჯუნის ძლიერი ხელები.
"ფრთხილად თორემ წყალში ჩასვლას არ ვაპირებ"

Say you want me tooWhere stories live. Discover now