⁴Never be the same

143 9 2
                                    

ჯინი:

პირველი ქიმიის გაკეთების შემდეგ თავი საშინლად გაბრუებული მქონდა  გულის რევის შეგრძნება ყელში მქონდა გაჭედილი და არ მიდიოდა.
ჯუნმა როდესაც სავანდმყოფოდან წამომიყვანა გზაში სამსახურიდან დაურეკეს,ისე მოხდა რომ იძულები გახდა წასულიყო და რაღაც საქმეები მოეგვარებინა რაც, რა თქმა უნდა, ჩემი სახლში დატოვების შემდეგ გააკეთა. არ მინდოდა რომ წასულიყო,რა თქმა უნდა,მაგრამ ვალდებულებები ქონდა რომლის შესრულებაშიც მე ხელს არასოდეს შევუშლიდი. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა,დრო კი იწელებოდა და იწელებოდა,გულიც ამერია,ამის გამო კი რაღაც წამალი დავლიე. ცოტა ხნით ჩამეძინა კიდეც,მარა როცა გამოვფხიზლდი ჯუნი ჯერ კიდევ არ იყო მოსული. მე ვიჯექი და ველოდებოდი ჯუნის დაბრუნებას,ადრე ვიტყოდი თუ რატომ უნდა ველოდე ვიღაცას მითუმეტეს კი კაცს,მაგრამ ახლა ვზივარ და ამას ვაკეთებ. ამაზე ახლაც კი მეცინება ამ მომენტში,ვერც კი წარმოიდგენ როგორი ფემინისტი ვიყავი,მოწინააღმდეგე ყოველგვარი სასიყვარულო დრამების,დათმობების,რამის გაკეთების ვინმესთვის მაგალითად დათმობებზე წასვლების,თუმდაც საყვარელი ადამიანისთვის,ურთიერთობებში ორ კვირაზე მეტს ვერ ვძლებდი,მეც არ ვიცი მიზეზი უბრალოდ ასეთი ვარ და ალბათ ვიყავი . ეხლაც ძალიან მიკვირს თუ ჩემი ცხოვრება ასე რატომ გაგრძელდა,სიმსივნეზე არაფერს არ ვამბობ. უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე თუ რატომ მაქ გამოჭედილი ტვინი მასზე ფიქრით,ეს ფაქტი კი ნერვებზე მიშლის,ასეთი არ ვარ,არც ვყოფილვარ და არც მინდა რომ ვიყო.არ მინდა,მარა ეს უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ვიღაცამ თქვა სიყვარული კვამლია რომელსაც ერთხელ თუ შეისუნთქავ შენი ორგანიზმიდან ვერასოდეს გაიყვან,ის მოგონებებს გიტოვებს რომლებიც შენს გულზე კარგად რჩება აღბეჭდილი,სამუდამოდ.

ამდენი რამის მიმართ მქონდა დამოკიდებულება და ყოველივესაგან  შევძელი თავის დაღწევა,თითქმის ფანტაზიაა ის ფაქტი რომ მე ადამიანზე გავდხი დამოკიდებული,რომ მე შემიყვარდა. ეს დამოკიდებულება სითბოს მანიჭებს და ძალას მაძლევს, ამასთანავე კი შიშს მიღვივებს,რა მოხდება თუ მას დავკარგავ,რა მოხდება თუ მას გული ეტკინება,რა მოხდება თუ მოვკვდები......არ მინდა,არ მინდა რომ ჩემი სუნთქვა ასე მოკლე დროში შეწყდეს,მითუმეტეს მაშინ როცა ჩემი ადგილი ვიპოვე მის მკლავებში. ეზოში გავედი და ხის ძირას ჩამოკიდებულ საქანელაზე დავჯექი,წვიმდა,წვეთები ნელ-ნელა ჩამოდიოდა ციდან და ერთი-ორიც მხვდებოდა სახეზე,სასიამოვნო იყო. მეხმარებოდა თავი შემეკავებინა ნერვული შეტევისაგან რაც სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა.

Say you want me tooWhere stories live. Discover now