ჯინი:
საწოლში ვიწექი,უკვე ღამე იყო, ალბათ სადღაც პირველის წუთებიც კი იქნებოდა. ჯუნი კი ჯერაც არ იყო მოსული და მეც ველოდებოდი. უკვე თვალები მეხუჭებოდა როდესაც კარების გაღების ხმა გავიგე. როგორც კი წელზე მისი ცივი ხელები ვიგრძენი მაშინვე ჯუნისაკენ მივტრიალდი და უფრო ჩავეკარი,მთელი სხეული თითქმის გაყინული ჰქონდა როგორც ყოველთვის,პირველადაც როდესაც შევეხე ისეთი ცივი იყო რომ მთელ სხეულზე დამაჟრიალა. ლოყაზე ხელი მივადე და იმის მიუხედავად რომ მთელი ოთახი სიბნელეში იყო ჩაძირული მისი ღიმილი მაინც შევამჩნიე.
"მომენატრე"დავიჩურჩულე და ვაკოცე.
"ჯინ,გინდა როცა ქიმიებს დაამთავრებ სამოგზაუროდ სადმე წავიდეთ?"..............
არ აქვს მნიშვნელობა მაშინ რა ვუპასუხე. მთელი ერთი თვე სავანდმყოფოდან ფეხსაც ვერ ვდგამდი,ნორმალურად ვერ დავდიოდი,შემიძლია თამამადაც ვთქვა რომ ნახევრად უკვე სამარეში ვიყავი. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჯუნის სევდიანი სახის დანახვა რომელიც ძალით ცდილობდა ჩემი გულისთვის გაღიმებას, გულს მიკლავდა,უფრო მეტად მტკენდა,უფრო მეტად მაწამებდა ვიდრე ეს კიბო თუ სიმსივნე,ეხლაც კი ვერ დავიმახსოვრე. იყო მომენტები როდესაც დანებების ზღვარზე ვიყავი,როდესაც ერთი ნაბიჯიღა მაშორებდა ამ პალატის ფანჯრიდან გადახტომას და ამ ყველაფრის დამთავრებას,მარა მე მაინც ვაგრძელებდი ცხოვრებას,მინდოდა მასთან უფრო მეტი დღეების გატარება,წამების. მისი სუნის შეგრძნება უფრო დიდხანს მინდოდა,ამ წამსაც კი ასეა.
"ჯინ ხო კარგად ხარ?"მკითხა ნამჯუნმა იმ მომენტში. ჩემი საწოლის გვერდით იჯდა,სკამზე და სახეზე ნაზად მეფერებოდა. უკვე ვეღარ ვუძლებდი,თითქოსდა რაღაც მახრჩობდა,საწოლიდან ადგომა მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა გულზე ვიღაც ხელს ძალიან მჭირდოდ მიჭერდა.მახსოვს რომ წამოვდექი ,როგორ ახლაც არ ვიცი მარა წამოვდექი, წასვლა ვცადე,ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ ეს ალბათ ჩემს ფანტაზიებში თუ მოხდებოდა. მაშინვე ფეხები მომეკვეცა რადგან ეს ყველაფერი ზედმეტად სწრაფად გავაკეთე. ძირს დაცემისგან კი ჯუნის ხელებმა მიხსნა და როდესაც მისი შეხება ვიგრძენი ტირილი დავიწყე,ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,უბრალიდ ვეღარ ვიკავებდი,ვეღარ ვუძლებდი,არ შემეძლო.
"არ მინდა მოვკვდე,არ მინდა,შენთან მინდა ვიყო, ცოცხალი" და მგონი ეს ის დღე იყო როდესაც მე ჯუნის თვალებში ცრემლები პირველად დავინახე,რომლებსაც ვეღარ იკავებდა. ხელები ჩემს ტანზე მჭიდროდ ქონდა შემოხვეული და თავი კისერში ჩარგული,ჩემს კისერში. ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით საკუთარი თავის მიმართ რამხელა ზიზღი ვიგრძენი იმის გამო რომ მისი ცრემლების მიზეზი გავხდი,ხანდახან ვფიქრობდი და ვნატრობდი რომ უბრალოდ არ დავთანხმებულიყავი მას სექსზე. ხოლო ერთის მხრივ ძალიან კარგად ვიცი რომ მაინც იგივეს გავაკეთებდი,რადგან მასთან ყოფნა,მიუხადავად იმისა რომ მე მისი ტანჯვის მიზეზი გავხდი ჩემი ცხოვრების გარდაუვალი მიზეზი იყო.
YOU ARE READING
Say you want me too
Fanfiction"მისი სახე ყოველთვის ცარიელი და უარაფრო იყო,არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა,მისი ღიმილი იყო რაღაც რისაც არავის სჯეროდა რომ არსებობდა....." ".......მაიკა ფრთხილად გახადა შემდეგ შარვალი,ბოლოს კი ის სრულიად შიშველი სხეულის მაღლა იყო მოქცეული რომლის კანიც წ...