11 [you and I]

384 49 36
                                    

One Direction

WALLS POV

-ჰარი -ვთქვი და ცრემლები ლოყებზე ჩამომცვიდა -ვწუხვარ, გთხოვ მაპატიე.

-ლუის, შენ არაფერი დაგიშავებია -მითხრა და ცრემლები მომწმინდა.

-როგორ არა, მიყვარდი და იმდენად ვიყავი დაბრმავებული ამით იმას ვერ ვამჩნევდი როგორ გტკიოდა, მაპატიე -ამოვიტირე და თავი მის მკერდს მივადე.

-არაუშავს, შენი ბრალი არაფერია, ერთადერთი ვარ, ვინც ამის დამალვა გადაწყვიტა -მითხრა და თავზე რიტმულად ხელის გადასმა დამიწყო.

-მოვკლავ -ამოვიჩურჩულე.

-ლუი, ამაზე ვისაუბრეთ... -მითხრა, მე კი ბრაზით ავხედე.

-თუ გგონია დაგიჯერებ და მას არაფერს მოვთხოვ ძალიან ცდები -ვუთხარი.

-მისთვის სიკვდილი მარტივი გამოსავალია -მიპასუხა.

-ვინ თქვა, რომ მარტივად მოვკლავ? -ღიმილით ვთქვი და წარმოვიდგინე როგორ ვაწამედი სწორედ სველ პირსახოც შემოხვეული.

-ლუი -გამაფრთხილებელი ტონით მითხრა.

-ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთ, მას მოვკლავ -ვთქვი სერიოზული ტონით.

საწოლის ბოლოსკენ დავიხარე და ჰარის სხეუზე დავუწყე კოცნა -შევეცდები ყველა ის ტკივილი დაგავიწყო, რაც მან მოგაყენა -ვუთხარი მთელი გულით და ისევ გავაგრძელე კოცნა.

შემდეგ ისევ მის მკერდზე ავძვერი და მჭიდროდ მოვეხვიე.

-მამაჩვენები სად არიან იცი? -მკითხა.

-წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გავარკვიო -ვუპასუხე.

რადენიმე წამი ჩუმად იყო -არა, არ მაინტერესებს, რატომ ვიკითხე არც კი ვიცი...

When The Past Is In The Future [l.s]Where stories live. Discover now