Epilogue [Harry, my Past, Present, Future]

336 42 55
                                    

NO POV

1 წლის შემდეგ.

სიყვარული მხოლოდ ძლიერებისთვისაა.

ასე თქვა ერთმა ყველაზე მაგარმა ადამიანმა, ვინც კი ცხოვრებაში გამიცნია.

ჰარი ძლიერია, როცა ლუისთან არის.
ლუი ძლიერია, როცა ჰარისთან არის.

სწორედ ამიტომ ესროლა ჰარიმ რობინს. სწორედ ამიტომ გადავიდა ჰარი მის სიტყვას, სწორედ ამიტომ მოკლა ადამიანი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება გაუნადგურა.

ჰარის ეზიზღება ამაზე ფიქრი, მაგრამ იცის, რომ ყველაფერი ასე ბევრად უკეთ იქნება.

ზუსტად დღეს, 1 წლის შემდეგ უილიამი და ედუარდი ხანძარში დაიღუბნენ.

მაფიის ორი უდიდესი მეფე, რომელმაც ბევრი რამე შეცვალა.

ყველა ტირის, კაციც და ქალიც.
ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
უზომოდ.

სიკვდილი მარადიულია. უკან ვერ დაბრუნდები თუ ფილმში არ ხარ. სიკვდილი სიცოცხლის დასასრულია, მაგრამ არა სიყვარულის.

დღეს ლუის და ჰარის ქორწილის დღეა.
ლუიმ და ჰარიმ თავიანთი მოჩვენებითი პერსონაჟები ცეცხლში დაწვეს და დაბრუნდნენ იმათ, რაც მთელი წინა ცხოვრება იყვნენ.
არა, როგორც უილიამ და ედუარდ დ'ანჯელოები, არამედ, როგორც
ჰაზას ლულუ და ლულუს ჰაზა.
ლუი და ჰარი ტომლინსონები.

დღეს ოჯახის დაწყების ახალი დღეა.
იმ ოჯახის, რომელზეც ასე ოცნებობდნენ.

მაფია იმას გადააბარეს, ვისაც ნამდვილად ენდობოდნენ. ლიამს.

ლიამი და ნაილი ერთადერთი არიან, რომელთაც იციან რეალურად რა მოუვიდათ უილიამსა და ედუარდს.

სიყვარული მხოლოდ ძლიერებისთვის არის.

When The Past Is In The Future [l.s]Where stories live. Discover now