19 [Male Fantacy]

254 42 18
                                    

Billie Eilish

Flashback

2008 წელი. 31 იანვარი.
WALLS - 16 წლის.
FINE LINE - 13 წლის.

WALLS POV

-დედა მე და ჰაზა ჩვენს ადგილას მივდივართ -დავუყვირე დედაჩემს.

-არასდროს მეტყვი ხომ სად არის ეგ ადგილი? -სიცილით მითხრა.

-პატარა შანსიც კი არ არის -სიცილით ვუთხარი და კარიდან გამოვედი. ხელში პატარა კალათი მიჭირავს, რომელშიც მინიმალური საჭმელი, პატარა ტორტი და სანთლები მიდევს. ჩემი ჰაზა დღეს 14 წლის ხდება.

1 წლის წინ ჩვენს მეზობლად ჯორჯი გადმოვიდა. მარტივად რომ ვთქვათ დიდი ხანი ცხოვრობდა აქ და წლების შემდეგ დაბრუნდა. მე და ჰაზა მასთან ძალიან ახლოს ვიყავით, ერთხელ პატარა მდინარესთან წაგვიყვანა, ისტორია მოგვიყვა:
"-თქვენზე პატარა ვიყავი, როცა მართა გავიცანი, დიდი ყავისფერი ვალები და ველური თმები ჰქონდა, საშინლად ენერგიული იყო, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ სიყვარულისთვის პატარა ვიყავი, მაგრამ უზომოდ მიყვარდა, მასაც ვუყვვარდი, მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით.
-რამდენი წლის ხარ ჯორჯ -ჰაზამ ჰკითხა
-72 პატარა კაცო... მართა 6 წლის წინ გარდაიცვალა, საშინლად მენატრება, თქვენს მარჯვნივ ხეს ხედავთ? -მედა ჰაზამ გავიხედეთ და თავი დავაქნიეთ, მალევე ქოხი შევამჩნიე -ეს ქოხი 18 წლის ასაკში ავაშენე, ჩვენთვის, სამყაროსგან გავრბოდით, როცა აქ მოვდიოდით, ხელები მომაწოდეთ -მივაწოდეთ, ხელის გულზე გასაღები დაგვიდო -ორი გასაღები, ზემოთ ბოქომია, რომელის გაღებაც ამიერიდან მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ... ახლა ეს სახლი თქვენია, სიყვარული ძლიერი რამეა ჩემო ბიჭებო, ჩაეჭიდეთ და არ გაუშვათ -გვითხრა ღიმილი."

ჯორჯი 2 თვის წინ გარდაიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბედნიერი მოკვდა, რადგან მის საყვარელ ადამიანთან ერთად იყო. ჯორჯმა იცოდა ჩემი გრძნობებ ჰარის მიმართ და მეუბნებოდა, რომ ამ გრძნობას ჩავჭიდებოდი და არასდროს გამეშვა. მეც ამას ვაკეთებ.

When The Past Is In The Future [l.s]Where stories live. Discover now