21 [Midnight Memories]

273 43 43
                                    

One Direction

FINE LINE POV

ყოველთვის მინდოდა რიოში მოგზაურობა. ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც ყოფნა არასდროს მომწყინდება.

მე და ლუ თვითმფრინავში ვსეხვართ და თაფლობის თვის გასატარებლად ორი კვირით რიოში მივდივართ.

იმდენად ბედნიერი ვარ, რომ უკვე ხმის ამოღებაც აღარ მინდა. მინდა დრო გაიყინოს და ყოველთვის ასე ვიყოთ.

უკვე თვეზე მეტი გავიდა, რაც პოლიციის დეპარტამენტი დავტოვე და ლუისთან ერთად იტალიის მაფიის მეორე ტახტი დავიკავე ედუარდის სახელწოდებით.

არ ვწუწუნებ, პირიქით, ერთადერი მიზეზი, რის გამოც დეტექტივი გავხდი რეალურად მხოლოდ რობინი იყო, ახლა კი როცა ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება უკან არაფრის გამო ვიხევ.

თვითმფრინავი ნელა ეშვება.
სახეზე ღიმილს ვერ ვიკავებ და ვგრძნობ ლოყებზე ნაჩხვლეტები როგორ მიჩნდება.

ლუიც იღიმის, ცისფერი კამკამა თვალებით მათვალიერებს და ტუჩს კბილებს შორის იქცევს.

თვითმფრინავიდან ჩამოვედით, ჩემოდნები ხელში გვიჭირავს და ნელა მივაბიჯებთ სასტუმროსკენ, რომელშიც ჩვენი თაფლობის თვე უნდა გავატაროთ.

-გამარჯობა -ვთქვი ინგლისურად, როცა სალაროსთან მივედი.

-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? -ღიმილით მითხრა გოგონამ და ლუისკენ გაიხედა.

-ლუქსი გვაქვს დაჯავშნილი დ'ანჯელოს სახელზე -ვუპასუხე, გოგომ მონიტორს დახედა და რამდენიმე წამში გასაღებებისკენ გატრიალდა.

-988 ოთახი, კარგ დასვენებას გისურვებთ -მომაწოდა გასაღები ღიმილით, ჩვენ თავი დავუკარით და ლიფტში შევედით.

რამდენიმე წამში გავუგე ლუიმ ჩემიდანი როგორ დააგდო და მისკენ გავიხედე.

When The Past Is In The Future [l.s]Where stories live. Discover now