ჯიმინი ნინას მეხითე ნავსადგურში შეხვდა შუაღამით . პატარა ნაშვი ჩაჯდომისთანავე პაკმა გოგოს აბრეშუმის ლურჯი მოსასხამი და ასეთივე ფერის პირბადე გადასცა _ დაკარგული პატარძლის მორთულობა , ასე იმოსებიდნენ განცხრომის მაძიებლები კასრში თავით გასაშვებიმსას . ჯიმინს შეშლილის ნარინჯიშფერი მოსასხამი და ნიღაბი ეკეთა . მაზენსაც ასეთივე კოსტიუმი ეცვა .
ჯიმინმა მსუბუქად გაჰკრა გოგონას იდაყვი , პირპადე ჩამოიწიე .
ბიჭმა თვითონაც გაიკეთა ნიღაბი მისი წვრილი მოყვანილი თვალები სიბნელეში ორმაგად შემზარავად ჩანდა .
როდესაც ნინას საბოლოოდ უნდა ეკითხა რატომ გამოეწყვნენ ასე , მიხვდა რომ მარტონი არ იყვნენ . წყალზე მოცურავე სხვა ნავები დაინახა , რომლებშიც სხვა შეშლილები და პატარძლები ისხდნენ .
ამ ხალხს ჯოჯოხეთის ბჭეში რა ესაქმებოდა ?.
ჯიმინმა საკუთარი გეგმის დაწვრილებით გაზიარებაზე უარი თქვა , ხოლო როდესაც ნინამ დაჟინებით მოითხოვა , პაკმა მშვიდად უბრძანა ნავში ჩამჯდარიყო.
კლდიან ნაპირებს რომ მიუახლოვდნენ , მხოლოდ რამდენიმე სინათლე გამოჩნდა . ყველაფერი დანარჩენი წყვდიადსა და ტალღებში იყო ჩაძირული.
-უბრალოდ ციხის ზედამხედველი რომ მოგვესყიდა არა ? _გადაუჩურჩულა გოგო ამ ჯიმინს .
-აუცილებელი არაა გაიგოს რომ ჩემთვის საჭირო რაღაც აქვს .
მათი ნავის ძირი ქვიშას გაეხახუნა თუ არა , მათ შესახვედრად ორი კაცი გამოემართა და ნავი ნაპირისკენ აათრიეს .
-ფული ,_ უთხრა მათგან ერთერთმა .
ჯიმინმა მას კრუგეების შეკვრა გადასცა , კაცმა გადაითვალა და ხელის დაქნევით ანიშნა რომ შეეძლოთ წასვლა .
უსწორმასწორო ბილიკით აუყვნენ ჩირაღდნების მწკრივს ციხისკენ.
ჯიმინმა თავი უკან გადააგდო და ციხის შავ კოშკებს შეავლო თვალი.
შემხვედრი კარი ფართოდ გაეღოთ , ჯიმინი და დანარჩენები შიგნით შეიყვანეს .
-სად მივდივართ? _იკითხა ნინამ.
ჯიმინს არაფერი უპასუხია .
მეორე კოშკში რომ შევიდნენ , ჩრდილში ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა . და ნინამ კივილი ძლივს შეიკავა .
-ინეჟ, _შვებით ამოისუნთქა_ აქამდე როგორ მოაღწეი ? _დაიჩურჩულა
-სანახაობის საყურებლად მოსულებს ადრიანად გამოვყევი .
-ნუთი ხალხი აქ გასართობად დადის ?
-კი , კვირაში ერთხელ.
-რასაც გულისხმობ...
-ჩუმად , _დაიღინა ჯიმინმა.
-ნუ მაჩუმებ , პაკ _დაისისინა ნინამ _ თუ ჯოჯოხეთის ბჭეში შეღწევა ასეთი მარტივია..
-პრობლემა იქ შეღწევა კი არა , იქიდან გამოღწევაა... ახლა კი ორივემ ენას კბილები დააჭირეთ და ფხიზლად იყავით .
ნინამ ბრაზი გადაყლაპა , ჯიმინს უნდა მინდობოდა , ბიჭმა ყველაფერი გააკეთა რომ მისთვის არჩევანი არ დაეტოვებინა.
ვიწრო გასასვლელში შევიდნენ . ეს კოშკი წინასგან განსხვავდებოდა : ძალიან ძველი და უხეშად თლილი იყო , ჩირაღდნებისგან ჩაშავებული ქვის კედლებით .
კლდის სიღრმეში ჩაეშვნენ . გოგოები კედლებს ეყრდნობოდნენ. მოაჯირები არ იყო. თუმცა ჯიმინი მაინც ნელა და გრაციოზულად მიაბიჯებდა .
"აქ არის , ამ სახურავის ქვეშ"_ გაიფიქრა ჯიმინმა .
-სად ვართ ? _ დაიჩურჩულა ნინამ, როდესაც ქვის ვიწრო გვირაბში შეძვრნენ , და რკინის გისოსებით გაწყობილ დერეფანს ჩაუარეს .
-ძველ საპყრობილეში, _ უპასუხა ჯიმინმა_ ახალი კოშკი ააშენეს , მაგრამ ეს ხელუხლებელი დატოვეს .
ერთერთი საკნიდან კვნესა გაისმა .
-ტუსაღები აქ ისევ ჰყავთ ?
-მხოლოდ ყველაზე უარესები .
ახლა გვირაბი შემოიარეს და მესამე თაღთან მივიდნენ. სადაც ლურჯ-ნაცრისფერ ფორმაში ჩაცმული ციხის გუშაგი იდგა.
გუშაგმა მაშინვე ჯიმინს მიმართა.
-თუ გამოსვლა მოგინდებათ მითხარით და გამყოლს დავუძახებ. აქ მარტო ხეტიალი აკრძალულია , გასაგებია ?
-რათქმაუნდა , გასაგებია , მსგავსი რამ არც გვიფიქრია , _წარმოთწვა ჯიმინმა . თავისი სულელური ნიღბიდან.
გარშემო ტერასები სავსე იყო ნიღბიანი და პირბადიანი ხალხით , რომელიც ფეხებს აბაკუნებდა და ქვემოთ იყურებოდა ბრძოლის ორმოს გარშემო ჩირაღდნები ბრიალებდა , არენის ქვიშა კი სისხლისგან მორწყული და ტენიანი იყო .
პირდაღებული გამოქვაბულის წინ , ცხოველების ფიგურებით მოხატული ხის დიდი ბორბლის გვერდით , ბორკილებ დადებული გამხდარი წვერიანი კაცი დაინახეს . მის გვერდით უფრო ახალგაზრდა კაცი იდგა . გაცრეცილ ლომის ტყავისა და ლომისსახიან მორთულობაში .
-ბორბალი დაატრიალე!_ ბრძანა ახალგაზრდამ.
ტუსაღმა ბორკილებ დადებული ხელები ასწია და ბორბალი ძლიერად დაატრიალა . მის შიგნით წითელი ისარი ამოძრავდა , კიდეებს მიედო და მხიარული ჩხარაჩხური გაისმა . ბორბალი მძიმედ შეჩერდა , ბრბობ იღრიალა. კაცმა მხრები ჩამოყარა , როდესაც გუშაგი მისი ბორკილების შეხსნას შეუდგა.
ტუსაღნა ისინი ქვიშაში მოისროლა , წამის შემდეგ კი გაისმა ღრიალი . რომელმაც მაყურებლის ხმაურიც გადაფარა . ლომის სახიანი კაცი სწრაფად შეახტა თოკს და სხვებმა ის უსაფრთხო შვერილზე ასწიეს . ტუსაღი ქვიშაში სისხლიანი იარაღის გროვასთან მივიდა . და ერთი შეხედვით სუსტი დანა აიღო შემდეგ გვირაბის გამოსასვლელიდან მაქსიმალურად უკან დაიხია .
იქედან გამოძვრა ურჩხული . რეპტილიის სახეობა : დიდ ტანს უფარავდა ნაცრისფერ_მწვანე ქერცლი , ჰქონდა ბრტყელი და განიერი თავი და ყვითელ ფერი თვალები . რეპტილია ნელა და ტალღისებურად დადიოდა , ზანტად მოძრაობდა ქვიშაზე.
-ეს რა ქმნილებაა ? _იკითხა ნინამ .
-რინკა მოტენი._ უპასუხა ინეჟმა _ უდაბნოს ხვლიკი , მისი შხამი მომაკვდინებელია.
-საკმაოდ ნელი ჩანს .
-კი , ეგრე ჩანს .
ტუსაღნა ხვლიკს დანა მოუქნია , რეპტილია ისე სწრაფად დაუსხლტა , რომ ნინამ ძლივს მოახერხა მისთვის თვალის მიდევნება . აი , პატიმარი პირდაპირ მისკენ გარბის , მომდევნო წამს კი რეპტილია არენის სხვა მხარეს აღმოჩნდება . კიდევ ერთი წამი და კაცს ეჯახება . კახი ღრიალებს რადგან სახეზე შხამი ეწვეთება .
ქმნილება მთელი სხეულით დააწვა კაცს და გაისმა გულისშემძვრელი ხრაშუნი . შემდეგ კი მის შეჭმას შეუდგა .
ბრბობ სტვენა დაიწყო .
ჯიმინმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა "იმედია ჯონგუკი გადარჩება"
-ეს რაარის _ნინა შებრუნებულიყო რადგან ყურება აღარ შეეძლო.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთის შოუზე _ ასეთი სანახაობის იდეა პეკა როლინსს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა და ეს საბჭოს შესაფერის წევრს გაუგზავნა .
-სავაჭრო საბჭომ ამის შესახებ იცის ?
-ცხადია ნინა , ამით ბევრი ფულის შოვნაა შესაძლებელი.
ნინამ ისეთი მუშტი შეკრა , ფრჩხილები კანში შეერჭო . ქედმაღლური ტონის გამო ჯიმინისთვის სილის გაწვნა მოუნდა .
სახელი პეკა როლინსი მშვენივრად მოეხსენობდა . ის იყო კასრის მმართველი მეფე და ფლობდა არა ერთ არამედ ორ სამორინეს _ მდიდრულს და უფრო ჯიბემსუბუქი მეზღვაურებისთვის გაკუთვნილს , და კიდევ _ რამდენიმე ძვირფას ბორდელს .
რამდენიმე გუშაგი შუბებით აწვალებდა მონსტრს , როგორც ჩანს იგი საკვებმა დააკმაყოფილა და მათ ნება მისცა ისევ გვირაბში დაებრუნებინათ , მისი დიდი სხეული გვერდიდან გვერდზე ხანთან მოძრაობდა .
უკმაყოფილო ბრბო ისევ უსტვენდა , როდესაც არენაზე გუშაგები შევიდნენ და ტუსაღის დარჩენილი ნაწილები მოაშორეს .
-რა არ მოსწონთ _გაჯავრდა ნინა . _ არ რა ამისთვის არ მოვიდნენ ?
-ნამდვილი ბრძოლა უნდოდათ _თვალებ ატრიალბით უპასუხა ჯიმინმა , იმიტომ რომ ნინამ უკვე შეაწუხა მისი კითხვებით.
-რა საზიზღრობაა.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
-საზიზღობა ისაა რომ პირველს მე არ მომსვლია ეს იდეა თავში .
-ეს მონები კი არა ტუსაღები არიან პაკ!.
-მკვლელები და მოძალადეები.
-კიდევ ქურდები და ყალთაბანდები. შენი ხალხი ჯიმინ .
-ნინა , ძვირფასო , მათ ბრძოლას არავინ აიძულებს . თვითონ დგებიან რიგში , ეს მათთვის შანსია . თუ გაიმარჯვებენ , კარგ საკვებს , ცალკე საკანს , დასალევს , "იურდასა" და სასურველ სხეულს მიიღებენ .
ნინა გაჩუმდა , საზურგეს მიეყუდა და ხელები კალთაში დაილაგა .
ჯიმინი წინ დაიხარა , იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო , თავს ირწმუნება რომ შემდეგი ბრძოლების თვის მზად იყო , მას ამაზე უარესებიც უნახავს , რათქმაუნდა ამის გაძლება რთული არ იქნებოდა .
მაგრამ როდესაც გამოქვაბულიდან მაღალი შავ თმიანი ბიჭი გამოვიდა , სუნთქვა შეკვრა , ის უნდა გადარჩეს. მას ის სჭირდება . "თუ ამ ბრძოლას მოიგებ გპირდები აქედან გაგიყვან"/////////////////
ესეც ასე ჩვენი გუკიც გამოჩნდა .
ფიკს რომ დავასრულებ მერე დავარედაქტირებ.
YOU ARE READING
Proper Thiefs . J.JK. P.JM
Fantasyშეიცავს მძიმე სცენებს! ფიკი არაა რეკომენდირებული 15 წლამდე ასაკისთვის!❌ კეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი ქურდობას ჩაიდენს , და სიკვდილ...