ჯიმინის მამა რომ დაეღუპა - გუთნის ქვეშ გაისრისა და მისმა შიგნეულობამ მთელი მინდორი წილად შეღება ,- ჯიმინის უფროსმა ძმამ ჯიჰუნმა ფერმა გაყიდა , ძვირად არა. ამაზე ვალებმა და გირაოებმა იზრუნა . მაგრამ საკმარისი ფული ჰქონდათ , რათა კეტერდამდე მიეღწიათ და გარკვეული დრო კარგ პირობებში ეცხოვრათ .
ჯიმინის ცხრის იყო , მამიკო ჯერ ისევ ენატრებოდა , და მისთვის ნაცნობი ერთადერთი მშობლიური სახლის დატოვების ეშინოდა . საამურ ბორცვებში მოგზაურობისას ძმისთვის მჭიდროდ ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული სანამ უმთავრეს წყალსავალ გზას არ მიაღწიეს და ნავში არ ჩასხდნენ , რომელსაც კეტერდამში მიჰქონდა პროდუქტი.
-იქ რომ მივალთ , რა მოხდება ? _ჰკითხა მან ჯიჰუნს
-ბირჟაზე ჯერ შიკრიკად მოვეწყობი , მერე კლერკად . აქციონერი გავხდები , შემდეგ კი რიგიანი ვაჭარი და დიდ ქონებას დავაგროვებ.
-მე?
-შენ სკოლაში ივლი .
-შენ რატომ არ ივლი ?
ჯიჰუნმა დასცინა
-სკოლისთვის ზედმეტად დიდი ვარ , და ზედმეტად ჭკვიანიც .
ქაქალქში პირველი რამდნიმე დღე ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ჯიჰუნი ჰპირდებოდა . ნავსადგურების უზარმაზარი , მრუდის გასწვრივ დასეირნობდნენ. სამხრეთით ძალიან შორს არ მიდიოდნენ , რადგანაც იქაურ ქუჩებში მოსალოდნელ ხიფათზე გააფრთხილეს . ბირჟასთან ახლოს პატარა სუფთა პანსიონში ოთახი აიღეს და ნებისმიერ ახალ საჭმელს სინჯავდნენ , რომელსაც დაინახავდნენ .ჯიჰუნი ყოველ დილით მიდიოდა ბირჟაზე სამუშაოს საშოვნელად და ჯიმინს ოთახში ტოვებდა . კეტერდამი მარტო მოსარულე ბავშვებისთვის სახიფათო იყო , ქუჩებში დაძრწოდნენ მძარცველები , ჯიბგირები და ისეთი ხალხიც კი პატარა ბავშვებს რომ იტაცებდნენ , და უმაღლესი ფასის გადამხდელ პირებზე ყიდდნენ . ამიტომ ჯიმინის პანსიონში რჩებოდა . სკამს ნიჟარასთან მიათრევდა და ზედ დგებოდა რომ სარკეში მისი თავი დაენახა , სანამ მონეტების გაქრობას შეეცდებოდა , ზუსტად ისე , როგორც ერთერთი სათამაშო დარბაზის წინ გამოსული ილუზიონისტი აკეთებდა . ჯიმინს მისთვის საათობით შეეძლო ეცქირა , მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჯიჰუნმა გაათრია. კარტის ტრიუკებსაც არაუშავდა , მაგრამ გაუჩინარებულმა მონეტამ მთელი ღამე არ დააძინა . ილუზიონისტმა ეს როგორ გააკეთა ? ერთ წამს იქ იყო , მომდევნო წამს კი - აღარ.
უბედურება დაიწყო .
კიდევ ერთი დღის შემდეგ, ჯიჰუნი შაში მშიერი და გაღიზიანებული დაბრუნდა .
-სამუშაო არ გვაქვსო , მაგრამ , სინამდვილეში , იმის თქმა უნდათ , რომ ჩემნაირი ბიჭისთვის არ აქვთ სამუშაო . იქ ყველა ვიღაცის ბიძაშვილი , ძმა ან საუკეთესო მეგობრია ვაჟია .
ჯიმინი მისი გამხნევების ხასიათზე იყო . ჩაკეტილ ოთახში მონეტებსა და კარებთან გატარებული საათების შემდეგ ჭირვეულობდა . აღმოსავლეთით უნდოდა წასვლა და ილუზიონისტის პოვნა .
მომდევნო წლებში ჯიმინი ყოველთვის ეკითხებოდა საკუთარ თავს , რა მოხდებოდა ჯიჰუნი იმ მის სურვილს არ დაჰყოლოდა , ამის ნაცვლად ნავსადგურში წასულიყვნენ ნავების საყურებლად , ან , უბრალოდ არხის მეორე მხარეს გაესეირნათ . უნდოდა დაეჯერებინა , რომ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო , მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა , მით უფრო ეპარებოდა ეჭვი , რომ ამას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა .
أنت تقرأ
Proper Thiefs . J.JK. P.JM
خيال (فانتازيا)შეიცავს მძიმე სცენებს! ფიკი არაა რეკომენდირებული 15 წლამდე ასაკისთვის!❌ კეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი ქურდობას ჩაიდენს , და სიკვდილ...