7

89 17 11
                                    

ჯიმინი გონებაში წუთებს ითვლიდა , ბოლოს ნინას მსუბუქად გაჰკრა ხელი :

-მზად ხარ ? ჯერ გუშაგი. 
-რამდენად დაბლა?_ ანუ "რამდენად დიდი ზიანი გინდა მიადგეს ?"
-თვალდახუჭული _ "გონება დააკარგვინე მაგრამ სინამდვილეში არაფერი ავნო"

ყველანი პაკს გაჰყვნენ იმ თაღისკენ რომლიდანაც აქ შემოვიდნენ , სანახაობით მოცულ ხალხს არაფერი შეუმჩნევია.

-ესკორტი გჭირდებათ ? _ ჰკითხა გუშაგმა მათი მოახლოებისას .
-ერთი კითხვა მაქვს _უპასუხა ჯიმინმა , ნინამ მოსასხამის ქვეშ ხელები ასწია გუშაგის ძარღვებში სისხლი და მისი ფილტვები იგრძნო _ მართალია რასაც დედაშენს ლაპარაკობენ?.

ნინამ იგრძნო როგორ აუჩქარდა გუშაგს პულსი და ამოიხვნეშა.
-აუცილებელია ყველაფრის გართულება ?
ჯიმინმა ჩაიცინა .
გუშაგმა წინ გადააბიჯა , პისტოლეტი ამოიღო .
-რა თქვი ? მე... _თვალები დაეხარა_ შენ არ ... _ ნინამ პულსი შეუნელა და ისიც წინ გადაყირავდა .
მანეზმა ის მანამ დაიჭირა სანამ ძირს დაეცემოდა , ნინამ გუშაგს ის მოსასხამი მოახურა რომელიც ცოტახნის წინ ჯიმინს ეცვა , ამ მოსასხამის ქვემოდან გუშაგის უნიფორმის დანახვა დიდად არ გაჰკვირვებია .
-არ შეგეძლო უბრალოდ საათი ან რამე გეკითხა ? _ დაინტერესდა გოგონა ._ და ეგ უნიფორმა საიდან მოიტანე ?
გუშაგს შეშლილის ნიღაბი გაუკეთეს და უკანა კედელთან მდგარ , გრძელ სკამთან დატოვეს.
კაცმა უნიფორმის მაჯები გაისწორა .
-ნინა , ხალხს უყვარს როდესაც ლამაზსამოსიან ადამიანებს ემორჩილებიან . ქალაქის დარაჯის უნიფორმაც მაქვს, ნავსადგურის პოლიციელისაც და ყველა ვაჭრის მოსასხამიც , წავედით .
ოთხივენი დერეფანში შეძვრნენ . იქით არ შეუხვევიათ საიდანაც მოვიდნენ ამის მაგივრად ჯიმინმა ისინი საათის ისრის საპირისპიროდ წაიყვანა , ძველი კოშკის გარშემო . ყოველ თაღთან განლაგებული გუშაგები მათ ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ , მაგრამ რამდენიმე მათგანმა მისალმების ნიშნად თავი დაუქნია ჯიმინს , რომელიც ძალიან სწრაფად მიაბიჯებდა და სახე საყელოში ჰქონდა ჩამალული , მალევე მან შეჩერება და ორ თაღს შორის დამალავა უბრძანა სამეულს .
საკნიდან ექიმი გამოვიდა , ორი გუშაგის თანხლებით რომელთაგან ერთს ფარანი ეჭირა .
-მთელი ღამე ეძინება , _ თქვა ექიმმა_ დილით რაიმე დაალევინეთ და თვალის გუგები შეუმოწმეთ , მისთვის ძლიერი დამაძინებლის მიცემა მომიწია .

Proper Thiefs . J.JK. P.JMUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum