11

82 12 23
                                    

ნივთი რომელსაც ჯიმინი მუდამ თან დაატარებდა , რატომღაც ზუსტად ახლა სახლში დარჩა , როდესაც ხელი კისერზე მოისვა და კულონის ადგილზე სიცარიელე იგრძნო , კანკალმა აიტანა , არასდროს დაუკარგავს , წამში კი გაახსენდა რომ ბანაობისას ის სარკის წინ დატოვა. გემის გასვლიდან ნახევარი საათით ადრე სახლში გაიქცა , კულონი აიღო და ახლა უკან ბრუნდება .
ჯიმინი იმდენად სწრაფად მიდიოდა რამდენადაც ტრავმირებული მუხლი აძლევდა ამის უფლებას .
-იმედია ყველამ უსაფთხოდ მიაღწია გემამდე _თავის დასაიმედებლად ხმამაღლა თუმცა ასევე ჩუმად თქვა .
ჯიმინმა დანარჩენები მოსოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა _ სხვა ბანდები პრიზის დაუფლებას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან , მაგრამ ჯერ ძალიან ადრე იყო , რათა სიტუაცია ასე გართულებულიყო .
ჯიმინმა ჯონგუკსა და დანარჩენებს სწრაფად მოავლო მზერა , მის წინ გადაშლილმა ხედმა შეაშფოთა . ალყაში იყვნენ, მინიმუმ ერთი კაცი მოუკლეს , მათ უკან პატარა გემი იწვოდა . ფიერდისკენ საკუთარი ტრანსპორტი დაკარგეს და მათზე ტყვიების სეტყვაც იმას ნიშნავდა რომ მტრები რიცხობრივ უპირატესობაში იყო  და თავდამსხმელები ყველამხრიდან უახლოვდებოდნენ. შემდეგ კი ის გააკეთა რაც სწორად მიიჩნია _ გაქრა .
სატვირთო კონტეინერებზე აძვრა , მათზე შეუმჩნევლად და უხმაუროდ მოძრაობდა , რომ თავდამსხმელებს არ შეემჩნიათ.
ჯიმინი გუნდისთვის თვალყურის დევნებას ცდილობდა , თუმცა , შესაძლოა , ბანდიდან ვინმე სხვას ჩაეყო მათ საქმეში ცხვირი . ჯიმინიამას ყოველთვის ამბობდა "კეტერდამში ყველგან ჟონავს , ტკეჩშიც და "ყვავების კლუბშიც".
ვიღაც ახლა ანძიდან ისროდა , ჯიმინი იმედოვნებდა რომ ეს ბეინი იყო , ახლა მას მხოლოდ დრო უნდა მოეგო რომ დანარჩენებსაც მოეხერხებინათ გემზე ასვლა.
ჯიმინი მსუბუქად გარბოდა კონტეინერებზე , მწრივს მიუყვებოდა და ქვემოთ მსხვერპლს ეძებდა . მარტივი იყო ზემოდან არავინ ელოდა თავდასხმას. ჯიმინი ორი კაცის უკან ჩაცურდა , ისინი ნინას ესროდნენ. შემდეგ ჩუმად ილოცა მათთვის რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრილიყვნენ , და ორივეს ყელი გამოსჭრა. როდესაც მეორე კაცი დაეცა , ჯიმინი დაიხარა მაჯაზე მაისური აუწია . მკვდარს ხელზე ტატუ ჰქონდა , _ ტატუზე საჩვენებელი და შუა თითები მოჭრილი ჰქონდა "შავი ბუნიკები".
ჯიმინი კონტეინერებს შორის მომდევნო გასასვლელისკენ გაემართა  , სხვა თავდამსხმელების განლაგების ზეპირ რუკას მიჰყვებოდა . პაკმა კიდევ ორი მტერი გააქრო , მათაც შეუმოწმა ტატუ "თოლიაბასრები"  განა რამდენი ბანდის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა?.
ჯიმინმა დანები ტყავის ზედაპირზე შეიწმინდა და მის ჩასადებებში დააბრუნა. ხელებით რომ კონტეინერის კუთხეს ჩაებღაუჭა , გვერდში ტკივილი იგრძნო. გვერდით მიიხედა და დაინახა _ ომენი . შავი ბუნიკების მმართველის დამხმარე , უხეში როლის შემსრულებელი ლაქია.
სანამ ჯიმინი მიწაზე მყარად დგომას შეძლებდა რაშიც გვერდში ჩასობილმა დანამ სწრაფად შესრულების საშუალება  წაართვა . ომენმა ის მაისურით დაიჭირა და გვერდში დანა დაუტრიალა . ჯიმინი შეეცადა გონება არ დაეკარგა.
როდესაც პაკს თავიდან კაპიუშონი გადასძვრა , ომენმა წამოიძახა :
-ოჰ ! თავად პაკ ჯიმინი ჩამიგდია ხელში .
-უფრო მაღლა უნდა დაგემიზნებინა _გაჭირვებით ამოისუნთქა ჯიმინმა_ გულში ვერ მოარტყი.
-მართალი ხარ . თუმცა მარტივად გამოვასწორებ ამ შეცდომას.
კაცმა ჯიმინი კონტეინერს მიახეთაა , ჯიმინმა გაჭირვებით ამოისუნთქა . ფეხებით მიწას შეეხო თუარა ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა , ომენმა ის მხრებით გააკავა .
-ბევრს ნუ მოძრაობ. არ მინდა შენი სწრაფად მოკვლა _ ყურში ჩუმად უთხრა .
ჯიმინს ლამის გული აერია ამ სიტუაციაზე , თავს კიცხავდა იმის გამო რომ სიტუაციის კონტროლი დაკარგა .
ჯიმინმა მოახერხა და ხელით დამალულ დანას მისწვდა , სწრაფად ამოაძვრინა და კაცს მუცელში გაუყარა , შემდეგ კი ყელში . ომენმა მას გაუშვა და ყელზე მიიჭირა ხელები . ჯიმინი ჩამწკრივებული კონტეინერებისკენ წაბარბაცდა. მას სროლისა და ყვირილის ხმები ესმოდა , რა მოხდა ? ვინ იგებდა ? , დანარჩენებმა თუ მიაღწიეს გემამდე ? თავბრუ დაეხვა .
როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა .
ბიჭი თითებით შეეხო ჭრილობას, მაშინვე დაუსველდა , ბევრი სისხლი იყო . ნაბიჯების ხმა , ვიღაც მიდიოდა . ჭირლობისა და დაკარგული სისხლის გამო ყუთებზე ვეღარ აძვრებოდა. "აძვერი ჯიმინ"
ერთზე მაინც რო ამძვრალიყო პირველ დონეზე შეძლებდა დამალვას .
"მიდი ჯიმინ"
ან უნდა ამძვრალიყო ან მომკვდარიყო . ჯიმინმა გინების გაწმენდა სცადა და ახტა . კონტეინერს თითებით ჩაებღაუჭა , ჭრილობამ ფეთქვა დაუწყო , გრძნობდა როგორ მიცურავდა სისხლი მის სხეულზე , ძალა ხელებზე გადაიტანა , შემდეგ აიწია და თუნუქის სახურავზე გადაგორდა .
წოლა კარგი იყო , თუმცა იცოდა რომ მალე სისხლის გუბეს დააყენებდა.
ჯიმინმა მუხლებზე დადგომა სცადა და თავს დააძალა კიდევ ერთხელ ამხტარიყო , რომ გემამდე მიეღწია .
ყუთის ზედაპირი გამოძვრადა და ქვემოდან სიცილის ხმა მოესმა .
-პაკ . გამოდი _გულისამრევი სიცილი ესმის_ ჯიმიიინ , შენთვის საიდუმლოებები გვაქვს გასაზიარებელი.
როგორ ბედავენ მასთან ასე საუბარს , როდიდან , აქამდე უბრალოდ მისი სახელის ხსენებაზე კანკალებდნენ.
ალბათ სისხლის კვალი ნახეს , და შეამჩნიეს .
ახლა გარისკვას არ აპირებდა. მათ ამ საქციელის გამო მომავალში აზღვევინებდა. ბოლო ძალები მოიკრიბა და მეორე კონტეინერის ასაძრომად მოემზადა , თუმცა უცბად ფეხებ ქვეშ საყრდენი გამოეცალა და ძირს ჩამოვარდა . მტკივნეულად დაეცა , დაზიანებული მუხლიც და ჭრილობაც იტკინა . ამოიკვნესა გაუსაძლისი ტკივილის გამო , თვალთ დაუბნელდა .
არ შეიძლება . ხუთი ადამიანი მის მხრებზეა . არ შეუძლია აქ სიკვდილი. არა ამ ნაბიჭვრების ხელით. თვალები ეხუჭებოდა უკვე . უცბად ნაცნობი ხმა გაიგო
-ჯერ ადრეა , ჯიმინ .
დაბალი , ხავერდოვანი ხმა . ჯონგუკ.
ბიჭმა იგი ხელში აიყვანა და კონტეინერებიდან ჩამოხტა. ძლიერმა ხელებმა ის მკერდზე მიიხუტეს.
ძირს რომ დაეცნენ ჯიმინმა დაიკვნესა.
-გავიმარჯვეთ?
-მე აქ ვარ , ასე არაა?.
ბიჭი ალბათ გარბოდა , მისი სხეული ყოველ ნაბიჯზე მტკივნეულად ეჯახებოდა ჯონგუკის მკერდს.
-ჩემს გარეშე ვერაფერს იზავთ _ჯიმინმა ქვემოდან ახედა ჯონგუკს და გაუცინა . _ ჯერ არ უნდა მოვკვდე.
-ყველაფერს ვიზავ რომ სხვა რამ მოგიხერხო. _ისე უთხრა რომ მისთვის არც დაუხედავს.
ჯიმინმა თვალები დახუჭა.
-ლაპარაკი გააგრძელე დემონო , ნუ გამეპარები.
-ჩემი გადამრჩენელი ანგელოზი ხარ ჯონგუკ.
ბიჭმა უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-ყველა დემონს სჭირდება თავისი ანგელოზი _ მხოლოდ წამით შეავლო თვალი მომაკვდავ ჯიმინს _ ამის დედაც . ჯიმინ გაახილე თვალები .
ჯიმინი ცდილობდა , თვალები აუჭრელდა , მისი სახე ჯონგუკის კისერთან ახლოს იყო . დაე იფიქროს რომ ეს დაბინდული გონების გამო გააკეთა . ჯიმინმა პირი ჯონის კანთან ახლოს მისწია და ტუჩებით შეეხო. მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა , თვალები სიამოვნებისგან მიელულა და ვეღარც გაახილა , ბოლოს ის გაიგონა , რომ ჯონგუკი ღრიალებდა და შველას ითხოვდა.

/////////////////////

ისიამოვნეთ <333

Proper Thiefs . J.JK. P.JMKde žijí příběhy. Začni objevovat