ყველაფერი სტკიოდა. და ოთახი რაღატომ ტრიალებდა ?
ჯიმინი ნელა მოვიდა გონს , თავში აზრები ერეოდა . ახსოვდა ომენის დანის მოქნევა , კონტეინერებზე ძრომიალი , ხალხის ყვირილი , სანამ თითის წვერებით ეკიდა ჰაერში , მაგრამ ჯონგუკი მის გადასარჩენად დაბრუნდა , ალბათ იმიტომ , რომ შემდგომ ის საკუთარი ხელით მოკლას .
ჯიმინმა გადაბრუნება სცადა , მაგრამ ტკივილმა არ გაუშვა , ამიტომაც მხოლოდ თავის გვერდძე გადაწევით დაკმაყოფილდა .
კაიუტაში მარტო იყო.
ამის გამო მადლიერიც კი იყო .ჭრილობა შეხორცდა , იმდენად მაინც რომ სიარული შესძლებოდა , ეს კი მისთვის საკმარისი იყო .
ჯონგუკს ჯიმინის ქირურგიული კაიუტადან გამოსვლის შემდეგ ორი დღე დასჭირდა , რათა საკუთარი თავი ეიძულებინა მასთან მისულიყო . ჯიმინი მარტო იჯდა დაზიანებული ფეხი სკამზე შემოედო და გემის კორპუსს მიყრდნობილი ხედს გასცქეროდა , და გეგმის თითოეულ დეტალს გონებაში ატრიალებდა .
ჯონგუკი მივიდა მასთან .
-ომენი მოგიკლავს _პაკს არ შემოუხედავს ისე უთხრა _სამწუხაროა რომ დამასწარი
-რა იყო ფეხი გტკივა ? _დააიგნორა მისი ნათქვამი .
ჯიმინსაც არაფერი უპასუხია .
ჯონგუკმა ჯიმინს უაილენის მიერ დახატული საპყრობილის გეგმა გაუშალა. ბიჭს ყინულის ტრიბუნალი ნახაზების უმეტესობაზე ზემოდან გამოესახა მაგრამ საპყრობილის სიმაღლე გვერდიდან იყო ნაჩვენები _ განივი ჭრილი , რათა შენობის ყველა სართული გამოჩენილიყო.
-ნანახი მაქვს .
ჯონგუკი მის წინ გემის მოაჯირს მიეყრდნო და ჯიმინს დააკვირდა .
-შეცდომებს კვლავ უშვებ
-შენ კი ისევ არ მიშვებ _ჯიმინის თვალებმა ჯონის წამში იპოვა.
ჯონგუკი წინ დაიხარა საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო მსუბუქად.
-სხვისი ხელით ვერ მოკვდები დემონო _ხმადაბლა ბრაზით და ვნებით უთხრა _ იცოცხლე იმისთვის რომ მე მოგკლა ჯიმინ .
პაკი წამოდგა , მისკენ მსუბუქი ნაბიჯი გადადგა და გაუსწორდა , სიმაღლეებს შორის არ იყო დიდი განსხვავება თუმცა მაინც , ჯიმინს მოუწია მისთვის ქვემოდან ზემოთ შეეხედა .
-ჯონგუკ _ თვალებს არ წყვეტენ ერთმანეთს .
ჯონგუკი მსუბუქად შეირხა , მისკენ დაიხარა , ჯიმინის მზერა მისი ბაგეებისკენ გაიქცა , რამდენიმე წამით შეიქმნა ილუზია რომ მათ ერთმანეთს აკოცეს , გონებაში ასეც მოხდა , და უფრო შორსაც წავიდნენ , მაგრამ რეალურად არცერთი აძლევს თავს უფლებას მონატრებული ვნება დააცხრონ .
ჯიმინმა უკან დაიხია , ჯონგუკი კი გასწორდა .
أنت تقرأ
Proper Thiefs . J.JK. P.JM
خيال (فانتازيا)შეიცავს მძიმე სცენებს! ფიკი არაა რეკომენდირებული 15 წლამდე ასაკისთვის!❌ კეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი ქურდობას ჩაიდენს , და სიკვდილ...