3

114 17 15
                                    

ჯიმინი საკმარისზე დიდხანს იყო გამქრალი , ამიტომ ჩაბნელებულ წინაკარში შესვლისთანავე ხალხი გარს მოეხვია , რომელსაც მისთვის ჰეილსზე გამარჯვების მილოცვა უნდოდათ და იმის კითხვა სურდა , "შავ ბუნიკერებთან" დაკავშირებული სიახლეები თუ იყო .
-ხმები დადის , რომ ჰეილსი ჩვენზე თავდასასხმელად ბანდას აგროვებს _ თქვა დაბალმა
-აგროვის და იყოს _ ცხვირი აიბზუა მის გვერდით მდგომმა_ მისი სახელი ცელის ტარზე მაქვს ამოკვეთილი

-ჰეილსი ცოტახანს არაფერს მოიმოქმედებს_ თქვა დერეფანში იმწუთას შემოსულმა ჯიმინმა , ყოველთვის გამოსდიოდა ყურადღების მიპყრობა _ ქუჩებში ჩვენს წინააღმდეგ გამოსაყვანი ხალხი არ ჰყავს , ახალწვეულების დასაქირავებლად კი მისი ხაზინა მეტისმეტად დაცარიელებულია. და თქვენ "ყვავების კლუბში" არ უნდა იყოთ?

ერთი გამოხედვა საკმარისი იყო რომ ორივე ბიჭი ერთმანეთის მიყოლებით დაძრულიყვნენ ადგილიდან .

ჯიმინი პერჰასკელთან სასაუბროდ გაემართა .

კარზე კაკუნის შემდეგ გაისმა ჯიმინის მისალმება .

-ცოცხალი დაბრუნდი ?_ ჰკითხა მოხუცმა , სავარძელში იჯდა და ხელში ხომალდის მოდელს ატრიალებდა რომელსაც თითქმის მთელი წელი აწყობდა , როგორც უკვე , გვერდით ნახევარ ლიტრიანი ლაგერიანი ტოლჩა ედგა .
-მეხუთე ნავსადგურთან დაკავშირებით პრობლემები აღარ გვექნება .
ჰასკელმა ჩაიბუტბუტა და ისევ ხომალდს მიუბრუნდა .
-კარი დახურე.
ჯიმინმა კარი დახურა და ისევ მოხუცის წინ დადგა .
-ჯონთან საქმის გასარკვევად ნებართვა ჩემგან უნდა აგეღო.
-შენთვის რომ მეთქვა , შესაძლოა , ხმები დაყრილიყო...
-გვგონია მაგას დავუშვებდი ?
ჯიმინმა მხრები აიჩეჩა .
-ეს ადგილი კეტერდამში ნებისმიერი სხვა ადგილისგან არაფრით განსხვავდება. აქედანაც ჟონავს .
-ეს არ მომწონს , ბიჭუნავ , ჯონი ჩემი ჯარისკაცი იყო და არა შენი .
-ცხადია_ უპასუხა ჯიმინმა , მაგრამ ორივემ იცოდა , რომ ეს სიცრუე იყო . ჰასკელის "ნაძირლები" ხნიერი აფერისტები და თაღლითები იყვნენ წარსულიდან . ჯონი კი ჯიმინის გუნდის წევრი გახლდათ - ახალი სისხლი , ნორჩი და უშიშარი , შესაძლოა ზედმეტად უშიშარიც კი .
-ჭკვიანი ხარ , პაკ , მაგრამ მოთმინება უნდა ისწავლო. 
-დიახ , სერ.
-დიახ , სერ ! არა , სერ ! _ გამოაჯავრა ჯიმინს. _ ზრდილობიანი როცა ხდები რაღაც გაქვს ჩაფიქრებული აბა , რა ხდება ?
-სამუშაოა _ თქვა ჯიმინმა _ შესაძლოა კარგა ხნით მომიწიოს წასვლა .
-დიდ თანხაზე ?
-ძალიან.
-დიდ რისკზე ?
-ეგეც . მაგრამ ოც პროცენტს მიიღებ.
-ჩემი ნებართვის გარეშე დიდი სვლები არ გააკეთო, გასაგებია ? _ როგორც ჩანს ჯიმინმა თავი დაუქნია რადგან პერ ჰასკელი სავარძელში გადაწვა და ლაგერი მოსვა ._ ძალიან გავმდიდრდებით?
-ოქროსგვირგვინიანი წმინდანებივით.
მოხუცმა ამოიფრუტუნა.
-მთავარია , მათნაირმა ცხოვრებამ არ მომიწიოს.
-პიმს დაველაპარაკები შეუძლია შემცვალოს სანამ აქ არ ვიქნები .
ჰასკელმა თავი დაუქნია და გორგოლაჭებიანი სკამით შებრუნდა . ჯიმინი ოთახიდან გამოვიდა და ინეჟს არც კი შეხედა რომელიც მოაჯირზე მიყუდებული იყო , ისედაც იცოდა , რომ მანდ იყო . ჯიმინი მისი ოთახისკენ წავიდა , გოგონა უკან გაჰყვა .
ჯიმინი ოთახში შევიდა და გოგონასთვის უკან მოუხედავად თქვა.
-კარი დახურე.
-სადმე მიდიხარ ?
პაკი აიგნორებს ინეჟის კითხვას და მოსაცმელს იხდის იქვე კიდებს და გოგონას უბრუნდება .
-შენთვის სამუშაო მაქვს , _ თქვა ჯიმინმა გასული დღის ციფრებზე თვალის გადავლებისას . მათ ერთი გადახედვით იმახსოვრებდა _ ოთხ მილიონ კრუგეს რას იტყვი ?
-რამდენი ფული საჩუქარზე მეტად , წყევლაა .
-ჩემი პატარა იდეალისტი , შენ მხოლოდ სავსე მუცელი და თავისუყ გზა გჭირდება ? _იკითხა ჯიმინმა დამცინავად
-და დაუმძიმებელი გული , ჯიმინ.
ჯიმინმა ამაზე დაუფიქრებლად გადაიხარა და პაწაწინა საძინებელში შევიდა .
-მაგას ვერ დაგპირდები მე თანხა მირჩევნია აბა გინდა თუ არა ფული ?
-საჩუქრების გადაცემა არ გჩვევია აბა რა საქმეა .
-დაუჯერებლად რთული , თითქმის გარდაუვალი სიკვდილი , მაგრამ თუ გამოგვივა ..._ გაჩუმდა , თითები ჟილეტის ღილებზე გაუჩერდა ხმა თვალები შორეული გაუხდა თითქმის ოცნებებით აღსავსეც კი.
-თუ გამოგვივა ? .. _ გაიმეორა გოგონამ .
ჯიმინმა უეცრად გაიღიმა , მკვეთრად , გაელვებასავით , თვალები კი ყვავილით გაუშავდა.
ამ გამომეტყველებით ყველაფერი ნათქვამი იყო .
ინეჟი მისთვის თვალის არიდებას ცდილობდა და , სანამ ჯიმინი ჟილეტსა და პერანგს იხდიდა , მაგიდაზე ქაღალდებს აწესრიგებდა . არიცოდა სასიამოვნო იყო თუ საწყენი მაგრამ ჯიმინს მისი საერთოდ არ ერიდებოდა.
-რამდენი ხნით მოგვიწევს წასვლა ?
ჰკითხა გოგონამ და საძინებლის ღია კარიდან შეიხედა .
ჯიმინი მეტრა სამოცდაათია მაქსიმუმ სამოცდთორმეტი , ლამაზი მოყვანილობის სხეულით , პრესი საკმარისად ეტყობა , მის კანს უჩვეულოდ თეთრი ფერი დაკრავს ყოველთვის , ბევრი ნაიარევებით და ორი ტატუთი . ერთი კისერზე ყვავის გამოსახულება , ერთიც მარჯვენა მხარეს ნეკნთან ახლოს პატარა თასი.
-რამდენიმე კვირა , შესაძლოა , თვეც , _ უპასუხა ბიჭმა და სახეზე წყალი შეისხა , გრძელი თმაზე ხელი გადაისვა და უკან გადასწია .
-თვე ? დარწმუნებული ხარ , რომ ახლა , როდესაც "შავი ბუნიკები" ასეთი გაღიზიანებული არიან , შენი არ ყოფნისთვის კარგი დროა ?
-ამ რისკის გაწევა ღირს . სიტყვამ მოიტანა და , ბეინსა და მაზენს დაუძახე . უთხარი , რომ ალიონზე აქ იყვნენ . და უაიკენი ხვალ ღამე "ყვავების კლუბში" დამელოდოს .
-უაილენი? თუ ეს დიდი საქმისთვისაა ...
-უბრალოდ , ასე მოიქეცი.
ინეჟმა ხელები გულზე დაიკრიფა , სულ რაღაც ერთი წუთის წინ ჯიმინმა გააწითლა ახლა კი მკვლელობის ჩადენა მოანდომა .
-არაფრის ახსნას არ აპირებ ?
-როდესაც ყველანი შევიკრიბებით. _ ბიჭმა დიდიზომის ნაცრისფერი იდაყვებამდე მაისური გადაიცვა .
ცოტახნით შეჩერდა _ ინეჟ ეს პატარა საქმე არაა , ისეთია რომელსაც შეგიძლია დათანხმდე ან უარი თქვა . _ ჯიმინი სარკიდან უყურებს გოგონას პირდაპირ თვალებში .
ინეჟმა განგაში იგრძნო , კასრის ქუჩებში თავს ყოველდღე საფრთხეში იგდებდა . "ნაძირლების" გულისთვის , მოუკლავს , მოუპარავს , ცუდი და კარგი ადამიანებიც დაუსჯია , მაგრამ ჯიმინს არასდროს მიუნიშნებია , რომ ამ დავალებათაგან რომელიმე შესასრულებელ ბრძანებაზე ნაკლები იყო .
ჯიმინმა ნახშირივით შავი ტყავის ქურთუკი მოიცვა , და ინეჟს რაღაც გადაუგდო . საგანმა ჰაერში გაიელვა , და გოგონამ ცალი ხელით დაიჭირა . მუჭი რომ გახსნა , ოქროს დაფნის ფოთლებით შემკული ლალის ქინძისთავი დაინახა .
-დამალე ,_უბრძანა ჯიმინმა
-ვისია ?
-უკვე ჩვენი .
-და ვისი იყო ?
-იმის , ვინც ჩემთვის დავდასხმამდე კარგად უნდა დაფიქრებულიყო .
-თავდასხმამდე?!
-სწორედაც.
-ვინმე თავს დაგესხა ?
ბიჭმა ინეჟს შეხედა და თავი დაუქნია , გოგონა მღელვარებამ მოიცვა , კასრის ქუჩებში ვერავინ ბედავდა მასზე თავდასხმას , ის ყველა სასტიკის სახელით იყო ცნობილი , ინეჟი ამაზე იყო დამოკიდებული , ჯიმინიც.
- ეს აღარ განმეორდება, _ დაჰპირდა ბიჭი.
ჯიმინმა ხელთათმანების ახალი წყვილი ჩაიცვა .
-რამდენიმე საათში დავბრუნდები . ვან ეკის სახლიდან მოპარული დეკაპელი საცავში შეინახე მგონი ჩემი საწოლის ქვემოთ დახვეული დევს .
პაკმა კარი გაიხურა და წავიდა .

//////////////////////////

ჯონგუკიც მალე გამოჩნდება იმედი მაქვს სათქმელს ბოლომდე გადმოვცემ . კითხვების შემთხვევაში მომმართეთ .^^

Proper Thiefs . J.JK. P.JMOnde histórias criam vida. Descubra agora