"oh home,let me come home
home is wherever i am with you!"
••••••••••••••••••••••••მთელი სახლი ლურჯად და ვარდისფრად იყო მორთული,ირგვლივ ჩვენი საყვარელი ადამიანები ბედნიერი სახეებით იდგნენ და ჩვენც მეტი რა გვინდოდა?
გულისფანცქალით ველოდით სქესის გაგებას და წინ და უკან დავდიოდით.
საშინლად ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი.
"კარგად ხარ?"-მეკითხება ზეინი როდესაც ამჩნევს ვცქმუტავ.
"კი უბრალოდ ვნერვიულობ.."-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
"დამშვიდდი.."-თავზე მკოცნის.
მაგიდებზე პატარა მაფინებია სხვადსხვა ფერის და დიდი ტორტი რომელზეც ლურჯი და ვარდისფერი ხელებია გამოსახული.
ყველა აქ არის.
"მოკლედ კამერები ჩართეთ.."-ტაშს უკრავს ბეტი და ყველას კედელთან აყენებს.
ჩვენი მეგობრები,ზეინის მშობლები,პატარა ავა ყველა აქ არის.
უეცრად კი კარზე ზარია.
ყველა ერთმანეთს ვუყურებთ და ვხვდებით კიდევ მოსასვლელი არავინაა.
სელენა კარის გასაღებად მიდის და როდესაც აღებს სიჩუმეა."ღმერთო ჩემო!.."-პირზე ხელის გულებს იფარებს და აქედანაც ვხედავ როგორ უცრემლიანდება თვალები.
YOU ARE READING
მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)
Fanfiction"პოკერში გენიალურობასა და სიგიჟეს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია."-დოილ ბრანსონი. ♣️Zayn Malik fan fiction ♥️begin 2020 ♠️Written by:Vanilla girl დასრულებულია. end_26.11.21 ზოგიერთი მომენტი ფსიქოლოგიურად რთული წასაკითხია,ამიტომ თუ არ შეგიძლიათ თხოვნ...