35.

810 44 44
                                    


"ზეინ იქნებ არ წავიდეთ?"-უკვე მანქანასთან ვდგავართ მაგრამ მაინც ვცდილობ გადავაფიქრებინო,არამგონია ეს კარგი იდეა იყოს.

"არა უნდა წავიდეთ,არ მოგკლავენ.მეც იქ ვიქნები და არც ერთი წამით არ დაგტოვებ მარტო."-მაიმედებს და მანქანაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მტენის.

ტუჩს ნერვიულობისგან ვკბენ.
ვცდილობ ამ სიტუაციას თავი დავაღწიო მაგრამ არ გამომდის და უკვე გზაში ვართ.

ზეინი ფეხზე ხელს მადებს,ეს ოდნავ მშველის.
მართლა ხომ არ შემჭამენ არა?

"ფეხებს თუ აკანკალებ!"-მკაცრად მეუბნება და ხელს მიჭერს.
ფეხებზე ვიხედები და ვხედავ ზემოთ-ქვემოთ ვათამაშებ.

ეს უნდა შევწყვიტო.

"დამპირდი,რომ მარტო არ დამტოვებ."-საწყლად ვუყურებ.

"მომისმინე მზის სხივო,დედაჩემი არ არის ისეთი ქალი,რომ ჩემს არჩევანს პატივი არ სცეს.მოეწონები მაგრამ თუ არ მოეწონები არც ესაა ჩემთვის პრობლემა.ეს არაფერია უბრალოდ შენი გაცნობა ძალიან მთხოვა."-მიხსნის.

"მას ჩემი ასაკი უთხარი?"-ვეკითხები ის კი თავს მიქნევს.
გრძელი დღე მელის წინ.

*
კარებთან ვდგავარ,ფეხები მიკანკალებს და სხეულის ყველა რეფლექსი გაქცევას ლამობს,მხოლოდ ერთი რამ მაკავებს.

ჯაბერჯეთის დიდი ხელი რომელიც ისე მაგრად მიჭერს,რომ ვლამობ დამილურჯდება.

ლამაზი სახლია,თეთრი.პატარა მწვანე, ყვავილებიანი ქოთნებით მორთული. ჩიტის სახლები,სარწყავი,გაკრეჭილი მინდორი.

ველოდებით კარების გაღებას,და ისიც იღება.
ქალი რომელიც კარებთან დგას,იღიმის.

ზეინს დიდზე ეხვევა.

"ჩემო ბიჭო,როგორ მომენატრე!"-მის სურნელს ხარბად ისუნთქავს.

"მეც დედა."-ზეინიც ხვევს თავის დიდ ტორებს.

მე უნდა ჩავეხუტო?ვფიქრობ ნეიტრალურად ჩამოვართმევ ხელს.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now