"Forever young,i want to be forever young.
Do you really want to live forever
Forever,or never."••••••••••••••••••••••••••••••••••••
საავადმყოფოს პალატაში ვიწექი მეც,არ ვიცი რა მაგრამ ცოტა ხანს მეც გამთიშეს და რაღაც გამიკეთეს.ამით არც დავინტერესებულვარ დიდად.
მხოლოდ ზეინის ამბები მაინტერესებდა, ტყვია მუცელში,ჭიპთან ახლოს ჰქონდა მოხვედრილი,მაგრამ ოპერაცია კარგად დასრულდა და მეტალი ამოუღეს.
ახლა კი ეძინა,მე არ მინდოდა ვინმეს დავენახე ასე,ამიტომ ჰარის ვთხოვე ჯერ ეს ამბავი არავისთვის ეთქვა.
"სჯობს ეს დღე დაწოლილმა გაატაროთ."-ექთანი მეუბნება,რომ ისევ დავისვენო მაგრამ არ ვუსმენ და ახალ,ჰარის მოტანილ ტანსაცმელს ვიცმევ.
"არა,უნდა წავიდე."-ვეუბნები და ფეხსაცმლის თასმებს მჭირდოდ ვკვანძავ.
ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და არ გავიხსენო ყოველ წამს ის,რომ მუცელი მომეშალა უკვე მეორედ.ხმააკანკალებული ვხვნეში.
*
"ჰარი არის რამე ახალი?"-ვეკითხები და გვერძე რკინის სკამზე ვუჯდები.
ხელში ყავა უჭირავს და დაღლილი თვალები აქვს,ჩაწითლებულიც.
"არაფერი,ყველაფერი ისევ სტაბილურადაა,სძინავს."-მეუბნება და თვალებს ისრესს.-"შენ არ უნდა იწვე?"-მეკითხება და ჩემსკენ მთელი სხეულით ბრუნდება.
"არა ყველაფერი მორჩა."-ვეუბნები აცრემლებული და მზერას ვარიდებ,ყბა უკვე მიკანკალებს.
YOU ARE READING
მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)
Fanfic"პოკერში გენიალურობასა და სიგიჟეს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია."-დოილ ბრანსონი. ♣️Zayn Malik fan fiction ♥️begin 2020 ♠️Written by:Vanilla girl დასრულებულია. end_26.11.21 ზოგიერთი მომენტი ფსიქოლოგიურად რთული წასაკითხია,ამიტომ თუ არ შეგიძლიათ თხოვნ...