2.

960 60 21
                                    


ყველაფრისდა მიუხედავად მე მაინც მიყვარს ჩემი მშობლები.
მათი ცივი გამოხედვაც,დატუქსვაც და ყველაფერი.
ჩემი და კი ის უბრალოდ..კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია.

უბრალოდ ერთმანეთი გვკიდია და წლებია არ ვესაუბრებით.

ეს იმიტომ ხდება,რომ არ უნდოდათ ჩემი გაჩენდა და ეს ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა.
არადა სჯობდა მაშინვე გაეკეთებინა აბორტი,თუმცა არც მაშინ გამიმართლა და დედაჩემმა გვიან გაიგო ამის შესახებ.

დაწყევლილი ვარ.

უკვე მაღაზიას მივუახლოვდი,მხოლოდ ტრასაზე გადასვლა მაკლდა.
გზის გადაკვეთა ჩემი ერთ-ერთი ფობია იყო.
მანქანები მონსტრებად მეჩვენებოდნენ.

ამიტომ ყოველთვის ვერიდებოდი მსგავს ადგილებში წასვლას.

შუქნიშანიც არ იდგა,გვერძე მიმოვიხედე იქნებ ვინმეს მაინც გადავყოლოდი უკნიდან ჩუმად მაგრამ არც ახლა გამიმართლა.

გულიანად შევიკურთხე,ძალიან მინდოდა ჩემი ჟოლოს ჩუპაჩუპსი.
თორემ ფეხს არ მოვიცვლიდი სახლიდან.

საბოლოოდ ვიღაც მოხუც ქალს ამოვუდექი უკან და გზა გავიარე.
მაღაზიაშივ ვიყიდე ის რაც მინდოდა და გამოვედი.
პირველი ეტაპი გავლილი იყო.
ახლა მეორე.

ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახა და მექანიკურად შევბრუნდი უკან.
პირზე რაღაც ამაფარა და დაფეთებული ვიქნევდი ხელებს,ბნელ ადგილას შემიყვანა.
მეტს ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე.

*

თვალები,რომ გავახილე ჩვეულებრივ ოთახში ვიყავი და წამით მეგონა ეს უბრალოდ სიზმარი იყო.

არ იყო ნაცნობი ადგილი,დიდი თეთრი ოთახი იყო.
ზედმეტად თეთრი და სადა,ისეთი რომ გაგაღიზიანებს.

ტანზე ისევ ჩემი ტანსაცმელი მეცვა,ვერ გავიგე რა მოხდა.
ბოლო.
სულ ბოლო წამები გამახსენდა და მივხვდი კარგ ხელში არ ავღმოჩნდი.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now