NOORAოთახში როგორც კი შევდივარ თან უცნობი გოგო შემომყვა რომელიც არც შემიმჩნევია.მე იქ მხოლოდ 2 მახსოვდა.
მაგარია,ახლა თავი უნდა მომაბეზროს.
"გამარჯობა."-მესალმება და საწოლზე მიჯდება.
"გაგიმარჯოს."-უემოციოდ ვეუბნები.
"ზეინი მოგწონს?"-მეკითხება
"რა?"
"მაინტერესებს ზეინი თუ მოგწონს."-ისევ იგივეს იმეორებს,ახლა გამახსენდა რომ იმ გოლიათს ზეინი ქვია.
"მე ის მძულს."-ოხვრით ვამბობ და კიდევ ერთხელ ვნატრობ სიკვდილს მისი სახის წარმოდგენისას.
"და გინდა მასაც შეძულდე?"-მთავაზობს და ეშმაკურად მიღიმის.
აშკარაა,რომ ბოზია ერთი შეხედვითაც ეტყობა მაგრამ იქნებ დამეხმაროს?ახლა მართლა სასოწარკვეთილი ვარ."როგორ?"-საწოლზე ვჯდები.ინტერესით შევცქერი.
"ჯერ მე ტატიანა ვარ."-მაწვალებს.
"არ მაინტერესებს.მითხარი როგორ?"-ვუღრენ.
"მშვიდად მინდა შეგახსენო მე შენი უკანასკნელი იმედი ვარ აქედან თავის დაღწევის."-ალმაცურად იღიმის.
"როგორ?"-ვცდილობ ნაკლები გაღიზიანებით ვუპასუხო.
"მე შემიძლია გითხრა ის რაც მას სძულს.
შენ შეგიძლია ეგ გააკეთო და ვნახოთ იქნებ თავადაც გაგიშვას?"-მხრებს იჩეჩს."კარგი რა სძულს?"-ვეკითხები.
"პირველ რიგში მისი თმა,ის მას აღმერთებს და არავის აძლევს მასზე შეხების უფლებას.მეორე: სძულს იგნორი და სიჯიუტე,მესამე გიჟდება მანქანებზე."-თითებზე ითვლის.
"და მე ეს რაში დამეხმარება?"-ვეკითხები გაკვირვებული.
მე მისი 'ვიკიპედია' არ მჭირდება.არც ის რა ფერი უყვარს და რა საჭმელზე აქვს ალერგია.
"ცოტა იმპროვიზაცია გამოიყენე ახლა."-თვალებს ატრიალებს.
მთელი ცხოვრებაა იმპროვიზირებ!
YOU ARE READING
მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)
Fanfic"პოკერში გენიალურობასა და სიგიჟეს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია."-დოილ ბრანსონი. ♣️Zayn Malik fan fiction ♥️begin 2020 ♠️Written by:Vanilla girl დასრულებულია. end_26.11.21 ზოგიერთი მომენტი ფსიქოლოგიურად რთული წასაკითხია,ამიტომ თუ არ შეგიძლიათ თხოვნ...