41.

660 49 73
                                    


სახლში მისვლა ისე ძლიერ გამიხარდა მეგონა წლებია აქ არ ვყოფილვარ.

ყველაფერს ნოსტალგიური სული ჰქონდა, თითქოს როდესაც ფეხი შიგ შევდგი ახალი სიცოცხლით ამევსო ფილტვები.

ისე მომენატრა ყველაფერი არც ამ სახლს უკავშირდება.

"ყველაფერი გადმოიტანე?"-მეკითხება ზეინი და სახლის კარებს კეტავს.

"ჰო,არ გშია?"-ახლა მე ვეკითხები და მაცივარს ვაღებ,რომელშიც არაფერია.

"გზაში ხომ ვჭამეთ?"-გაოცებული მიყურებს და ტელევიზორს რთავს,შემდეგ კი პულტთან ერთად ჯდება დივანზე,ფეხებს კი პატარა მაგიდაზე აწყობს.

"მერე რა,მომშივდა.თანაც ეგ 2 საათის წინ იყო."-ენას ვუყოფ და ტელეფონს ვიღებ იმისთვის,რომ რამე გამოვიძახო.

"არა 30 წუთის წინ იყო."-მაჯავრებს.

"ღმერთო ზეინ რა მნიშველობა აქვს რამდენი ხნის წინ იყო!უბრალოდ მშია რატომ გინდა რომ გამაღიზიანო?ასეთი რა ვთქვი?შეუძლებელი მინდა?უბრალოდ რამდენიმე ნაჭერ პიცას შევჭამ და დაგასვენებ,ასე ძალიან გაწუხებ?ბოდიში მოგიხადო?"-ვუყვირი.

"რატომ ყვირი?"-მეკითხება მშვიდად და ჩემს დანაშაულს ვხვდები.-"კარგად ხარ? დილიდან ვერ გცნობ."-ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის,მე არ ვიცი რა ვუთხრა და ამის გამო უბრალოდ გვერდს ვუვლი.-"გამოიძახე ის დაწყევლილი პიცა!"

"აღარ მშია!"-ოთახიდან გამოვდივარ და სამზარეულოში გავდივარ,იმდენი ვიწრიალე ბოლოს დიდი ნაყინის ყუთი ავიღე და პატარა კოვზიც მივაყოლე.

იქვე სკამზე ჩამოვჯექი და დიდი ლუკმა ჩავიდე.

ვიაზრებდი თუ რის გამო დავიწყე ჩხუბი და ამის გამო საკუთარ თავზე ვბრაზობდი ზეინი არ იყო ჩემგან ამის ღირსი.

*

2 კვირის შემდეგ

თავს საშინლად ვგრძნობ,ყველაფერი უარესი მე მემართება,ზეინთან ურთიერთობა გამიფუჭდა,მუდამ რაღაცაზე ვეკამათები და არცერთი ვუთმობთ.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now