36.

758 49 24
                                    


თავზე ნაზი ალერსი მაღვიძებს,პირველი რასაც ვხედავ ზეინია.
პატარა საწოლზე ჩემთან ერთად წევს და გაშლილ თმას ეხება.

"ჰეი,კარგად ხარ?"-მეკითხება მას შემდეგ რაც ხედვს,რომ მღვიძავს.

"ჰო,ოდნავ თავი მტკივა.კარგად ვარ!"-ვუღიმი და მოტეხილ ხელს ჰაერში ვწევ.

"ჯანდაბა ჩემი ბრალია,"-თავს იდანაშაულებს და წარბებს კრავს.

"არა ეს შენი ბრალი არ არის,უბრალოდ ფეხი დამიცდა."-ვამართლებ.

თუ ზეინი ბავშვის ამბავს გაიგებს, თავის თავს დაიდანაშაულებს.
იფიქრებს,რომ ეს მის გამო მოხდა.

"ჰენრი სად არის?"-ვეკითხები და ვცდილობ არ გავმოძრავდე,მთელი სხეული მტკივა.

"იქ სადაც საჭიროა."

"ზეინ მან ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უბედურება მოიტანა,ახლაც არც კი გამოვლაპარაკებივარ და შეხედე სად აღვმოჩნდი..შეეშვი მას.რაც მოხდა მოხდა. ახლა მაინც ვეღარაფერს უშველი,ჩემთვის უკვე მართლა სულ ერთია!"-ლოყაზე ხელს ვადებ ის კი ხელის გულზე მკოცნის.

"მანამ სანამ იმას არ მიიღებს რასაც იმსახურებს არ შევეშვები,ის დაისჯება იმის გამო რაც გააკეთა.ის შენ შეგეხო, შენ კი ჩემი ხარ."-ბაგეებე მკოცნის და პატარა ხმა გამოიცემა.

"გთხოვ აქედან წავიდეთ,სახლში მინდა."-ვთხოვ.

"ვფიქრობ რამდენიმე დღე აქ უნდა დარჩე."

"არა გთხოვ!სახლში მინდა ახლავე,იცოდე შენ თუ არა ავდგები და ჩემით წავალ!"-ვემუქრები.

"ნამდვილად კარგად ხარ?"-ისევ მეკითხება.

"უკვე მაღიზიანებ!"

"კარგი კარგი!უბრალოდ ვღელავ."-ხელები ჰაერში აწია.

*

არ მეგონა ასე ძლიერ თუ მესიამოვნებოდა სახლში მისვლა,საწოლში ჩავწექი და წამით ყველაფერი ძველებურად მეჩვენა.

ისევ ისე კარგად..

"პატარავ,რამე გინდა?"-გამომძახა ზეინმა მეორე ოთახიდან.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now