part• 1

543 42 4
                                    

მზე ნახევრად იყო ჩასული. აღარ ანათებდა გარშემო არაფერს გარდა ჰორიზონტს შემორჩენილი მთებისა . ბიჭი სავარძელში იყო მოკალათებული და ხატავდა. კი უბრალოდ იჯდა და ხატავდა იმას რასაც გონება კარნახობდა. გრძელი შავი თმები კისერზე ქონდა დაფენილი. თმით პატარა კუდი ქონდა გაკეთებული და ხელებს საღებავებით ისვრიდა. ყოველი ახალი ფერის გამოყენებისას საღებავი ტანსაცმლის სხვადასხვა ნაწილს სვრიდა. ამ ნახატსაც მორჩა. კიდევ ერთი გრძნობებით სავსე ნახატი დაასრულა. ბიჭი კლოდ მონეს სავსებით ჰგავს. უბრალოდ კლოდ მონე რეალურ ადამიანს, ცოლს ხატავდა ეს ბიჭი კი თავისი ფანტაზიით შექმნილ ადამიანს ხატავს უკვე მეორე თვეა. მეორე თვეა გაურკვეველი გრძნობა თავს არ ანებებს. ჰგონია, რომ არსებობს ის ვისაც ის ხატავს ყოველი მოწყენილი დღის საღამოს. მაგრამ ფაქტია არასდროს უნახავს ის. იმ ნახატებისგან განსხვავებით, რომლებსაც მანამ ქმნიდა ეს ნახატი ფერადი იყო. უამრავი თბილი ფერებით გაჯერებული. ყოველ ნახატზე ფერიასავით ულამაზეს ადამიანს გადააწყდებით.
იშვიათ ჭორფლიან ადამიანს. მას ხომ თვალებზეც აქვს ჭორფლები.
ეს ახალგაზრდა მხატვარი ბიჭი სეულის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს. სახლი პატარაა მაგრამ ამ ბიჭისთვის და მისი სულ რაღაც ათიოდე ნახატისთვის სავსებით კარგია. კარგად აქვს მოწყობილი. თეთრი კედლები მისი ნახატებითაა შეღებილი. საღებავის კვალი ყველგანაა, აბსოლიტურად ყველგან. პატარა სახლში მხოლოდ თვითონ არ ცხოვრობს. მისი ცხოვრების მეგობარი ჰყავს, რომელსაც ყველა იმ გრძნობის შესახებ უყვება, რომელიც თავს არ ანებებს და აიძულებს იფიქროს მისი ფანტაზიისგან შექმნილ ადამიანზე... ადამიანზე? არის ის კი ადამიანი, რომელიც ადამიანის ფანტაზიისგანაა შექმნილი.

ისევ მოსაღამოვდა. ისევ დასრულდა დატვირთული დღე. უნივერსიტეტიდან მომავალ გზაზე იდგა.. იდგა და ფოთლების ცვენას უყურებდა, რომ გონებაში კარგად აღებეჭდა და საღებავების დახმარებით ეს მომენტი ტილოზე დაეტანა.

ბიჭი სეულის უნივერსიტეტში სამხატვრო განყოფილებაში სწავლობს. ყოველდღე უფრო ახალს სწავლობს და ახალ თემატიკას ეუფლება. მას აქვს ნიჭი..ნიჭი იმისა, რომ თავისი ფანტაზიის დახმარებით შექმნას ადამიანი ,რომელიც უკვე რეალურად არსებობს...
__________________________________

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now