part• 6

217 23 15
                                    

კარების ზღურბლზე იდგა. მკაფიოდ დაძაბული თვალები ჭორფლიანზე მიებყრო და აშკარა იყო, რომ რამოდენიმე წამში ღრმა ცრემლების ზღვას გადმოუშვებდა თვალებიდან.
- ეს.. შემიძლია აგიხსნა..
თავი დაბლა დახარა. შეეშინდა.
რომელი ნორმალური ადამიანი ხატავას ფანტაზიით შექმნილ ადამიანიანს, რომელიც რეალურადაც არსებობს. ალბათ ყველაზე მეტად ამას არ ელოდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მასზე დაბალი სხეული. ტანზე აეკრო. ხელები  ბიჭის ფილტვებზე აასრიალა, თავი კისერში ჩაუდო და ღრმად ამოისუნთქა.
ხმა ჩამწყდარი ჰიონჯინი ნატრობდა, რომ რაიმე ეთქვა და ასე დებილივით დიდხანს არ მდგარიყო.
- მე..
ბიჭი ოდნავ მოსცილდა, თვალები თვალებში გაუსწორა და ტუჩებზე ორი თითი მიადო.
ნელა აიწია ფეხის წვერებზე და ტუჩებზე თავის ბემბის ტუჩები დაადო. ხელები კისერში შეუსრიალა ჰიონჯინს და კოცნდა გააღრმავა. ჰიონჯინი მთელი ეს მომენტი პარალიზებული იყო მაგრამ შეძლო და ხელები წელზე შემოალაგა, მისკენ ახლოს მისწია და სხეულზე აიკრა. უამრავი ლამაზი პეპელა დაფრინავდა მის გარშემო. ჩიტებმა უაზროდ ჭიკჭიკი დაიწყეს და მზიანი დღე მოულოდნელად გადაიშლა.
ბიჭი ნელა მოსცილდა ტუჩებს, რადგან უკვე ფეხის წვერებზე დგომა უჭირდა. სახე ოდნავ გამოსწია და თავი ჩახარა.
ჰიონჯინის ხელები ჯერ კიდევ მის წელზე იყვნენ.
- გემრიელი ცხელი წვნიანი მოგიმზადე წამოდი ერთად ვჭამოთ.
ლიქსმა თქვა და თან მისი წელიდან ხელები მოაცილებინა მაგრამ თავისაში ახლართა.
ახლა უამრავი დაუალაგებელი აზრი ჰიონჯინის თავში ფეთქავს.
ამას რა მართლა შეუძლია ამის მერე წყნარად ჯდომა და ჭამა? თავის თავს ჰკითხა და იგრძნო ახლართული ხელები. უნებურად გაეღიმა და ჭორფლებზე დაააკვირდა ამ უცნაურ არსებას.
ჭორფლიანმა გაიყვანა სამზარეულოში. მათ საქციელებს სიტყვები არ სჭირდებოდათ. ქცევებით გამოხატავდნენ გრძნობებს და სიყვარულს, რომლის დანახვა ლიქსს ძალიან უჭირს.
ჰიონჯინი სკამზე ჩამოსვა, მაგიდასთან და თვითონ წვნიანი თეფშებზე გაანაწილა.
მაგიდაზე დადო ორივე თეფში და აწითლებულ ჰიონჯინს შეხედა.
- გპირდები ყველა კითხვაზე გიპასუხებ თუ ამ წვნიანს შეჭამ.
ჩაეღიმა, დაფიქრდა და წესით კითხვები მას უნდა აწუხებდეს. ათობით ნახატი იპოვა სადაც თვითონაა გამოსახული და ერთი კითხვაც არ აქვს?
- კარგი.
კოვზს ხელი დაავლო და ჭამას შეუდგა.
ამასობაში ლიქსის უკვე უჭამია და ბიჭის აწითლებულ ლოყებს ყურებით მით უფრო აწითლებდა. ზედ მიაშტერდა. ხელებს დაეყრდნო და სანახაობას უფრო დააკვირდა.
მის ბაგეებს სიტყვა წამოსცდათ.
- ლამაზი ხარ -
ჰიონჯინს გადასცდა, ხველება აუვარდა.
წყალი სად არის?- მაშინვე ადგილიდან წამოხტა და წყალი ონკანიდან აავსო.
აი დალიე -
ერთი მოსმით მთლიანად დაცალა ჭიქა ბიჭმა.
- კარგად ხარ? -
თვალებში შეხედა.
- კი, კარგად ვარ-
ჭორფლიანი ადვილზე დაბრუნდა და ერთხელაც არ მოუცილებია ბიჭისთვის თვალი.
ჰიონჯინმა დაამთავრა წვნიანის ჭამა.
- მადლობა- ეს შენ მოამზადე?
თვალებზე დაფენილ, ლამაზ ჭორფლებს თვალს ვერ აცილებდა.
-კი მე მოვამზადე, ახლა კი წამოდი მოგიყვები აქ საიდან გავჩნდი.
ჰიონჯინს ეგონა კითხავდა ან თუნდაც ეჩხუბებოდა, რომ მის გარეგნობას ტილოზე ხატავდა და ეშინოდა მაგრამ არა. ასე არ მოხდა.
- კარგი -
გავიდნენ მისაღებში, დივანზე ჩამოჯდნენ.
ჰიონჯინმა დაკვირვებით მიაბყრო დაინტერესებული თვალები ბიჭს.
- დილას ცუდად გახდი, სიცხე გქონდა და აუდიტორიის კარებთან წაიქეცი. იქვე ვიყავი და რომ დაგინახე ცუდად გახდი სახლში წამოგიყვანე.
ახლა კითხვებმა ჰიონჯინის თავში გამოჩენა დაიწყეს.
- მაგრამმ.. კარები, როგორ გააღე?
ყველაზე უცნაურად მიაჩნია ეს რადგან მის გარდა პაროლი არცერთმა მოკვდავმა არიცის დედამიწაზე.
ეს ციფრები მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
- ჩემი დაბადების თარიღი ჩავწერე და გაიხსნა.
გაშეშდა ჰიონჯინი. უკვე თვალებსაც ვეღარ ადიდებდა.
- რა?! ეს ციფრები შენი დაბადების თარიღია?
გაშტერებული უყურებდა ჭორფლიანს მერე კი უკან კარებს.
-კი და მეც ეს მიკვირს.
ახლა კი მიხვდა, რომ ყველაფერი უნდა მოუყვეს.
- გაინტერესებს შენი ნახატები, რატომაა აქ ხომ?
აი დადგა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დრო.
- მე დავხატე ისინი. ყველაფერი იმდენად უცნაურია, რომ მიჭირს გააზრება, რაც ბოლო ორი თვის მანძილზე მოხდა.
თვალებში ცრემლები ჩაუდგა. ჭორფლიანმა დაინახა თვალებზე მიმდგარი ცრემლი და გამხნევება სცადა.
- ყველაფერი კარგადაა, მომიყევი.
დივანზე მჯდომმა ხელები ჰიონჯინს ხელებთან ახლოს მიიტანა და მასში ახლართა, თვალებში შეხედა და მოყოლის ნება მისცა.
ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და საუბარი დაიწყო.
- ყველაფერი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. უცნაური სიზმარი დამესიზმრა და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ტილოზე დამეტანა.
ბიჭი დამესიზმრა, ძალზედ ლამაზი. ოდნავ დაბალი და საყვარელი, ჭორფლები ჰქონდა აკრული სახეზე და ეს მას უფრო სრულყოფილს აჩენდა. ყველაზე მეტად ის მიკვირდა, რომ ამ ბიჭს ჭორფლები თვალებზეც ჰქონდა.

ფრაზის დასრულების შემდეგ თვალებში შეხედა და ისევ გააგრძელა საუბარი.

-ოდნავ დაბუშტული ტუჩები იმდენად, რეალურად ჩანდა, რომ ყოველი ახალი სიზმრის დასრულების შემდეგ მინდებოდა რეალურად მენახა ამ ტუჩების პატრონი და ტუჩებზე ხელი დამედო იმის გასარკვევად ნამდვილი იყო თუ არა.

მისმა გრძნობებმა გულთან ერთად ფეთქვა დაიწყეს.
ცრემლის წამოსვლის შემდეგ თავი ჩახარა და ახლართული ხელის დანახვისას ხელი ჭორფლიანს უფრო მოუჭირა. იმდენად უჭერდა თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა.
თავი ნელი მოძრაობით ჩვეულ პოზაში დააბრუნა და ლაპარაკი გააგრძელა.
იონგბუკის რეაქციები არ იყო იმის მისანიშნებელი, რომ რაიმე არ მოეწონა ან თუნდაც შეეშინდა. მის თითოეულს სიტყვას გულდასმით უსმენდა და სულაც არ ფიქრობდა, რომ მის წინ მჯდომი ან შეშლილია ანაც სამკურნალო.

- დიახ, იქ შენი ყოველი ნახვის შემდეგ ჩემს გარშემო უამრავი არსება დაიარებოდა.ნელნელა გრძნობებმა დაიწეს გამოჩენა. დღე არ გავიდოდა, რომ დღეში ერთხელ ჩემი ფანტაზიით არ დამეხატე.

ახლა უკვე ჭორფლიანს მოადგა თვალზე ცრემლი, ხელით მისკენ მისწია ატირებული არსება და სწრაფი მოძრაობით კალთაში ჩაისვა. ხელები ზურგზე შემოალაგებინა და ჩაეხუტა. თავი კისერში ჩაურგო და მაგრად ჩაეხუტა.

დაბნეულმა ჰიონჯინმა, ორი  სიტყვა წარმოთქვა.
- მე..მიყვარხარ..
ამ სიტყვის თქმის შემდეგ ელჭექივით დაიწყო ტირილი. ღაწვები სველებოდა და მალევე ჭორფლიანის მაიკაც ცრემლის ლაქებით გაივსო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ იონგბუკი უფრო დაიბნა უფრო მძიმედ მოხვია ხელები ბიჭს და მანაც ქვითინი დაიწყო..
- ჰიონჯინ...
___________________________________

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now