part• 3

263 28 11
                                    

სახლში დაბრუნდა, მის შინაურ ცხოველს მიესალმა და მოწესრიგების შემდეგ ფინჯანი ჩაით ფანჯარასთან ახლოს მოკალათდა და ფიქრი დაიწყო. ყველაფერმა ისე ჩქარა ჩაიარა გააზრებაც კი ვერ მოასწრო. გვერდითა თაროდან სახატავი რვეული და მუქი ფერის ფანქარი ჩამოიღო, წელში გასწორდა და ხატვა დაიწყო. მხოლოდ ხატვას თუ შეუძლია ახლა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ისიც კი არ იცის უყვარს თუ არა ბიჭი, რომელიც დღეს ნახა მაგრამ სინამდვილეში მისი ნახატებიდან თავისი ხუთი თითივით იცნობს. უყვარს. უყვარს თან ისე, რომ აქამდე მსგავსი გრძნობა არცერთ ადამიანთან არ აკავშირებდა. მისი პირველი სიყვარულია?- კი. ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ერთხელ კიდევ ენახა მისი საუცხოოდ ლამაზი სახე, ჭორფლებით დაფარული თვალები და არარეალურად ლამაზი ღიმილი თან ბოხი ხმით. მსგავსი, რამ ადამიანებს მაშინ ემართებათ, როდესაც ისინი შეყვარებულნი არიან. ეჩვენებათ ყოველი ის წამი, რომელიც მათთან ერთად აქვთ გატარებული, სრულიად უაზროდ და გაუაზრებლად იღიმიან. იშვიათია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველივე ამის გადაფარვა და ჩვეულებრივ მოქცევა, თუმცა მაინც მოიძებნება ასეთი.

გვერდით გაიხედა. კამი დაინახა. ტიროდა. თითქოს გრძნობდა იმ ტკივილს, რომელსაც მისი პატრონი განიცდიდა. ბიჭი მაღალი ფანჯრიდან ჩამოვიდა და მეგობართან მივიდა. ხელი შუბლზე ფრთხილად გადაატარა და პატარა ცუგა სხეულზე მიიხუტა. გონებით ეობნებოდა, რომ არ ეტირა, რომ მისი პატრონი კარგადააა და არაფერია სანერვიულო. რამოდენიმე წუთის, გავლის შემდეგ კამიმ ცრემლების გადმოყრა შეწყვიტა და ჰიონჯინს თავი დაადო. თითქოს დამშვიდდა. ასე ჩაიარეს წუთებმა მოგვიანებით კი საათებმაც.

ბიჭმა თვალები მოისრისა, საათს თვალები გაუსწორა და მაშინვე ნერვიულობის ახალი ტალღა წამოვიდა. მაღვიძარის დაყენება დავიწყებია ახლა კი ლექციაზე აგვიანდება.

სწრაფი ნაბიჯებით უნივერსიტეტის დერეფნებს ერთი, მეორეს მიყოლებით იცვლიდა.. სანამ თავის აუდიტორიასთან არ გაჩერდა.
დააკაკუნა და შიგნით შევიდა, ლექტორს ბოდიში მოუხადა დაგვიანებისთვის და თავისუფალ ადგილას დაჯდა.

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now