Part• 7

213 24 8
                                    

- ჰიონჯინ..
ბიჭმა თვალებში შეხედა აქვითინებულ ჰიონჯინს და მოსალოდნელისგან თვალები დახუჭა. ფრთხილად მიადო შუბლი შუბლზე ცალი ხელი კი კისერზე შემოხვია. ტუჩები შეაერთა, გააერთიანა ორი ადამიანის ტუჩები.
ნელა და აუჩქარებლად კოცნიდნენ ერთმანეთს ზედმეტი მოქმედებების გარეშე. ჭორფლიანმა ხელი ჰკრა ბიჭს და დივანზე გადააწვინა.
ზემოდან დააწვა და გუგებ გაფართოვებულ ჰიონჯინს ღრმა კოცნა გაუბა. ხელებს მის ტანზე ასრიალებდა, ორივე ღრმა ემოციებში იყვნენ და ამას ხელების და ტუჩების მოძრაობებითაც გამოხატავდნენ. ჰიონჯინზე ხომ საუბარი ზედმეტია, თავს ისე გრძნობდა თითქოს შუაგულ უდაბნოში ოაზისი ჰპოვა.
ჰიონჯინმა ბიჭის წელზე ხელების მოძრაობა ფრთხილად და აუჩქარებლად დაიწყო. მისმა ხელებმა ჭორფლიანის სხეული თითქმის მთლიანად შეისწავლეს.
კოცნა ზედმეტად ნელი და ღრმა იყო. ლიქსმა კოცნა გაწყვიტა და ახლა უკვე კისრის მიმართულებით გააგრძელა იასამნისფერი ლაქების დატოვება. ჰიონჯინს დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული კვნესა აღმოხდა. აი ახლა კი ჭორფლიანი მიხვდა, რომ თუ არ შეჩერდებოდა მერე ვეღარაფერი შეაჩერებდა. კოცნა გაწყვიტა და მუხლებზე წამოჯდა. თავი ჩახარა და ღრმად ამოისუნთქა.
- ბოდიში.. არვიცი რა დამემართა.
ჰიონჯინი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ვერაფერს. ისიც წამოჯდა და თვალებში შეხედა ჭორფლიანს.
- ბოდიშს მე უნდა გიხდიდე ახლა მე.. არ ვარ მზად...
ხელები ჩასჭიდა ბიჭს.
ჭორფლიანმა ხელები ლოყაზე აუსრიალა მის წინ მჯდომს და წამოაწვინა.
ჰიონჯინი სხვა მხარეს გადაბრუნდა და ჭორფლიანი უკნიდან ჩაეხუტა.  არცერთი მილიმეტრი არ აშორებდათ ერთმანეთს. ლიქსმა თავი კისერში ჩაუდო და ღრმად შეისუნთქა იქაური ჰაერი. ხელი წელზე მოხვია ხელი და უფრო მიიხუტა.
ორივეს ჩაეძინათ, ერთმანეთის სურნელით ჩაეძინათ.

დილას ჭორფლიანმა მოასწრო გაღვიძება. ადგა მოწესრიგდა და გაახსენდა ეს საწყალი ლექციები. დარეკა და თქვა, რომ შვებულების აღება უნდა, რაც შეეხება ჰიონჯინს მასზე თქვა, რომ ცუდადაა, სიცხეები აქვს და ვერ შეძლებს ლექციებს დაესწროს.

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now