part• 2

269 30 2
                                    

ამ სტუდენტი ბიჭის ისტორია მარტივია. დედის ერთა იყო სანამ ავტოკატასტროფაში არ დაკარგა ორივე მშობელი. მის მერე მარტო იზრდება. რა უნდა ექნა მარტო დაარჩენილ არასრულწლოვანს? - თავიდან ნახატებს ყიდდა და თავს ამით ირჩენდა მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მისი ყველა ნახატი მისი სულის ნაწილი იყო. განა ასეც არ არის? ნახატების ყიდვა შეწყვიტა. მისი მშობლების დატოვებულ სახლთან ახლოს ერთი ყვავილების მაღაზია გახლდათ სახელად ,,გვირილა"- პირობები კარგი იყო. თან სწავლაში და ხატვაში ხელი არ შეეშლებოდა ამიტომ მუშაობა დაიწყო. არ მოგატყუებთ და გასამსჯელოც ნორმალური იყო. ისეთი, რომ ერთ შინაურ ცხოველს და ახალგაზრდა ბიჭს თავისუფლად ეყოფოდათ.

უნივერსიტეტიდან მოდიოდა და შემდეგ სამსახურში მიდიოდა. ყოველი დღე ერთფეროვანი ნაცრიფერი ფერებით იყო სავსე.. სანამ ამ ჭორფლიანი ბიჭის ხატვა არ დაიწყო. მისი გადმოსახედიდან ყველაზე ნაზი არსება ის ჭორფლიანი ბიჭია.
ზუსტად ორი თვის წინ, რას წარმოიდგენდა, რომ ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ის არსება მის წინ დადგებოდა და ორიოდე თაიგულის ბუკეტს იყიდდა.
თვალის მოუშორებლად შესცქეროდა მომღიმარ ,,არსებას"- რომელიც ყვავილების ბუკეტით იდგა დახლის წინ და ბარათი ეჭირა ხელში თანხის გადასახდელად. ჭორფლიანმა მის წინ მდგომი ახალგაზრდა კარგად აათვალიერა. შეეშინდა კიდეც, რადგან ეს ბიჭი გაურკვევლად მიშტერებოდა მის სახეს. იფიქრა, რომ ჭორფლების ბრალია. ზოგადად ხომ უმრავლესობას ჰგონია, რომ ჭორფლიანი ადამიანები მახინჯები არიან. მაგრამ ყოველივე ხალხის გამოგონილი მსგავსი ფრაზა უბრალოდ აფსურდია. ყველა ადამინი ლამაზია, უბრალოდ ყველა ადამიანს არ აქვს უნარი, რომ სილამაზე აღიქვას ისეთად, როგორიც არის.

უნდოდა დაევიწყებინა ყველაფერი და ასე სულელივით არ მდგარიყო მის წინ მაგრამ არ გამოსდიოდა. ბოლოს ამოღერღა, რამოდენიმე სიტყვა ჩამწყდარი ხმით..
- ეს.. ყვავილები..
ჭორფლიანმა გაიღიმა და თავად დაასწრო წინადადების დასრულება.
- ბარათით გადავიხდი*ღრმა ღიმილი*
მგონი ჯობია მთლიან განაკვეთზე მუშაობა შეწყვიტო, თავს მიხედე.

ბარათი გამოართვა, გადახდის შემდეგ კი ადგილს მოსწყდა.
მასზე დაჟინებით მიშტერებული ჰიონჯინის თვალები კი მას გაყვა.
დროებით გაითიშა და სამყაროს მოწყდა. იცოდა, იცოდა, რომ არსებობდა მისი მსგავსი და არა ზუსტად მისნაირი. როგორსაც წარმოიდგენდა გონებაში ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა თმებიც კი ისე ჰქონდა შესწორებული, რომ იფიქრებდით პირდაპირ ნახატიდან იყო გადმოსული. გვიან გააცნობიერა, რომ გასულიყო, მას გაყოლილიყო და სახელი მაინც ეკითხა. გვიანია.. ძალიან გვიანი..
მიწით დასვრილი, წინსაფარი მოიხსნა და გარეთ გავარდა.. ის არსად იყო, გამქრალიყო ისე, როგორც, რამოდენიმე წუთის წინ გაჩნდა. გარშემო მიმოიხედა და უამრავი, დაულაგებელი გრძნობით სავსე ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან..
- შენ არსებობ..გიპოვე...

_________________________________

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now